1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერისადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
2. მერია შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულებისგან – მერიის სამსახურებისგან (შემდგომში ტექსტში – სამსახური), რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები – სამსახურის განყოფილებები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
3. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულია – მერიის სამსახური.
4. მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულია – მერიის სამსახურის ქვედანაყოფები (შემდგომში ტექსტში – განყოფილება)