1. მერის პირველ მოადგილეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის  მოვალეობებს მერის  არყოფნისას,  მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.

2. მერის  პირველი მოადგილე უფლებამოსილია მერის   დავალებით ხელი მოაწეროს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მერის  ბრძანებით განსაზღვრული ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის   დავალებების შესრულებას, ამ  დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.

3. მერის პირველი მოადგილე ანგარიშვალდებულია  მერის  წინაშე.

4. მერის  პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ მერის პირველ მოადგილეს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა), მერის  დავალებით პირველი მოადგილის მოვალეობას ასრულებს მერის  მოადგილე თუ მოადგილე დანიშნული არ არის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ