1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
გ) ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები;
დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე) დაგეგმვისა და შეფასების პრინციპები, კვლევის მეთოდები;
ვ) კვების ნორმები, ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები.
ზ) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები.
2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვთა ფიზიკური განითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა ზედამხედველობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთის;
გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა; ბავშვებისა და პერსონალის სამედიციო დოკუმენტაციის წარმოება;
დ) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;
ე) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;
ვ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა