1. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;
ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;
გ) ბავშვთა რაციონალური კვების საფუძვლები.
დ) მენიუს შედგენის წესი;
ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;
ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;
ზ) კვების ნორმები, ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები.
2. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა
ბ) მენიუს შედგენა;
გ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა
დ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;
ე) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა.
თავი VI
ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტე