1. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს;

დ) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;

დ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;

ე) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;

ვ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;

ზ) საგნობრივი დისციპლინები;

თ) იცის ქვეყანაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია და ზრუნავს საგანმანათლებლო პროცესში არაეთიკური ტერმინების (მაგ.: გონებაშეზღუდული; დეფექტური და ა.შ.) აღმოფხვრასა და ადეკვატური პროფესიული ტერმინების დამკვიდრებაზე;

2. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:

ა) ბავშზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;

ბ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;

გ) საგნობრივი დისციპლინების მიხედვით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;

დ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში