დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად აყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთერთ ჯგუფს:

1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე

ბ) სტრატეგიულ მართვაზე

გ)ფინანსების და მატერიალური რესურსების მართვაზე

დ) ადამიანური რესურსების მართვაზე

2. საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:

ა) აღმზრდელ-პედაგოგი

ბ) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი

გ) ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი

3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:

ა) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი

ბ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი

4. ტექნიკური უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალი

5. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი

6. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი.

7. წინამდებარე სტანდარტში მოცემული კლასტერების მიუხედავად შესაძლებელია, დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, რამოდენიმე სახის ფუნქციას ასრულებდეს ერთი დასაქმებული, მაგ: სტრატეგიულ, ადამიანური და მატერიალური რესურსების მართვას ერთი  ადამიანი, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ზოგად უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას – ერთი ადამიანი და ა.შ