1. წინამდებარე სტანდარტი აერთიანებს შვიდ კომპონენტს, რომელთაგან პირველი ორი კომპონენტი – ცოდნა და უნარები, განსხვავებულია დაწესებულების პერსონალის სხვადასხვა კლასტერის შესაბამისად, ხოლო დანარჩენ ხუთ კომპონენტში აღწერილი სტანდარტები საერთოა ყველასათვის:

ა) პერსონალის ცოდნა – ეს თავი აერთიანებს ძირითად ცოდნას, რომელსაც უნდა ფლობდეს პერსონალი  საკუთარი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის.

ბ) პერსონალის უნარები – ამ თავში თავმოყრილია ის ძირითადი უნარები, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი პერსონალი  საკუთარი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის.

გ) პერსონალის ღირებულებები – ამ თავში თავმოყრილია დაწესებულების პერსონალის ღირებულებების ერთობლიობა.

დ) ბავშვთა კეთილდღეობა – ამ თავში მოცემულია სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა კეთილდღეობას დაწესებულების ფარგლებში.

ე) მრავალფეროვნება და ინკლუზია – ამ თავში მოცემულია მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მრავალფეროვნებასა და თანაბარ ჩართულობას.

ვ) თანამშრომლობა – ამ თავში წარმოდგენილია კოლეგებთან, მშობლებთან და თემის სხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის პრინციპები.

ზ) პროფესიული განვითარება – ამ თავში წარმოდგენილია ინდიკატორები, რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალის პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას