1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
დ) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ე) ზრდასრულთა სწავლების მეთოდები;
ვ) კვლევის მეთოდები განათლებაში;
ზ) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;
თ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;
ბ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია;
გ) მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;
დ) მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;
ე) ეფექტური კომუნიკაცია;
ვ) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;
ზ) პოზიტიური გაძღოლა;
თ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;
ი) ადამიანური რესურის მართვა