1. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები, ინკლუზიური განათლების პრინციპები;
დ) პრობლემური ქცევის მართვის თეორიები;
ე) შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების სოციალურ და სამედიცინო მოდელებს შორის არსებული მსგავსებისა და განსხვავების შესახებ;
ვ) იცის შეფასების ინსტურმენტები და შესაბამისი ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში;
ზ) იცნობს სხვადასხვა სახის დარღვევას, იცის, რა გავლენას ახდენს ეს დარღვევები ბავშვის განვითარებაზე;
თ) იცის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ.
2. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:
ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებთ მუშაობა აღმზრდელ-პედაგოგთან და მშობელთან;
გ) პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიების გამოყენება;
დ) ტექნოლოგიების გამოყენება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებთან მუშაობისას.
ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;
ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული დახმარების ფორმები და გზების განსაზღვრა;
ზ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტურ სტრატეგიებთან დაკავშირებით.
თავი V
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტე