სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონში.

1. ამ სტანდარტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

ა) დაწესებულების პერსონალი – დაწესებულებაში დასაქმებული ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულების ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას.

ბ) ადმინისტრაციული პერსონალი – თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი საქმიანობის ფარგლებში მართავენ და ზედამხედველობას უწევენ დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებსა და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი ძიდითად მიმართულებებით: საგანმანათლებლო პროცესი, სტრატეგიული მართვა, მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსი.

გ) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამისა (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა.

დ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება.

ე) მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგები და ა.შ. მართვა.

ვ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა.

ზ) საგანმანათლებლო პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. ამ მიმართულებით ძირითადი ფიგურა აღმზრდელ-პედაგოგია, თუმცა საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა არსებობდეს საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი და ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი.

თ) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პესონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული მიმართულებების სპეციფიურად, სიღრმისეულად განხორციელებას ან მთლიანობაში უწევენ დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ. აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის, ცეკვის, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.). ამ ტიპის პერსონალის აყვანას განსაზღვრავს დაწესებულება საჭიროებისამებრ.

ი) ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვთა ჩართულობის ხელშეწყობას საგანმანათლებლო პროგრამაში (მაგ.: სპეც. პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპეტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და ა.შ.). ამ ტიპის პერსონალი აყვანის განსაზღვრავს დაწესებულება საჭიროებისამებრ.

კ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომელთა მოვალეობა არის პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ლ) ტექნიკური პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, მცენარეთა დაცვასა და უსაფრთხოებაზე.

მ) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარული და ჰიგიენის ნორმების დაცვას.

ნ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში უზრუნველყოფენ ჯანსაღი კვების პრინციპების განხორციელებას.

ო) ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალი – თანამშრომლები რომლებიც დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

პ) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაწესებულებაში (შენობაში, ეზოში) არსებული მცენარეების მოვლას.

ჟ) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსისა და ჩართული პირების (ბავშვებისა და პერონალის) უსაფრთხოების დაცვას.

რ) თემი – ერთ ტერიტორიაზე განსახლებულ იმგვარ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.

ს) თვითრეფლექსია – თვითშემეცნება ანუ რეფლექსური აზროვნება, როდესაც ხდება საკუთარი გამოცდილების კრიტიკული გადამუშავება, საკუთარი ქცევის და აზროვნების ანალიზი, გაცნობიერება, შეფასება, დაგეგმვა და კონტროლი.
თავი II
დაწესებულების პერსონალის შემადგენლო