1. თოვლით დაფარული ადზ-ს კიდეების მომნიშვნელები უნდა განთავსდეს თოვლით დაფარული ადზ-ს დასაფრენად გამოსადეგი მონაკვეთის მოსანიშნად, როდესაც ეს საზღვრები მონიშნული არ არის სხვა საშუალებით.
2. თოვლით დაფარული ადზ-ს კიდეების მომნიშვნელები უნდა განთავსდეს ადზ-ს კიდეების გასწვრივ, არაუმეტეს 100 მ-ის ინტერვალით, ადზ-ს ღერძულა ხაზის სიმეტრიულად და ღერძულა ხაზიდან იმ მანძილზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს თვითმფრინავის ფრთების ბოლოსთან და ძრავებთან სათანადო დაცილება. უნდა განისაზღვროს მომნიშვნელების საკმარისი რაოდენობა, ადზ-ს ბოლოსა და ზღურბლის მოსანიშნად.
3. თოვლით დაფარული ადზ-ს ნაპირების მომნიშვნელები უნდა მოიცავდეს კარგად შესამჩნევ ობიექტებს, როგორიიცაა არაუმეტეს 1.5მ სიმაღლის მქონე მარადმწვანე ხეები ან მსუბუქი კონსტრუქციის მომნიშვნელებ