1. სბ-ს კიდეების მომნიშვნელები უნდა განთავსდეს სბ-ზე, კოდური ნომრით 1 ან 2, სადაც გათვალისწინებული არ არის ღერძულა ხაზის სანათები, სამიმოსვლო სანათები ან სბ-ს ღერძულა ხაზის მომნიშვნელები.

2. სბ-ს კიდეების მომნიშვნელები უნდა განთავსდეს სბ-ს გვერდითა სანათების მსგავს პოზიციებზე.

3. სბ-ს კიდეების მომნიშვნელებს უნდა გააჩნდეს ლურჯი ფერის შუქამრეკლი საფარი.

4. პილოტის ხედვის არეში არსებულ მონიშნულ ზედაპირს უნდა გააჩნდეს სწორკუთხა ფორმა და ხედვის მინიმალური ფართი უნდა იყოს 150 სმ2.

5. სბ-ს ნაპირების მომნიშვნელებს უნდა გააჩნდეს მყიფე კონსტრუქცია. მათი სიმაღლე ზედაპირის დონიდან უნდა იყოს საკმაოდ მცირე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საჰაერო ხომალდის ძრავის ხრახნსა და რეაქტიული ძრავის გონდოლას შორის დაცილებ