1. სბ-ს ღერძულა ხაზის მომნიშვნელები უნდა განთავსდეს სბ-ზე, კოდური ნომრით 1 ან 2, სადაც არ არის განთავსებული ღერძულა ხაზის სანათები ან გვერდითა სანათები, ან სბ-ს კიდის მომნიშვნელები.
2. სბ-ს ღერძულა ხაზის მომნიშვნელები უნდა განთავსდეს სბ-ზე, აეროდრომზე კოდური ნომრით 3 ან 4, სადაც არ არის განთავსებული სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები და აუცილებელია ორიენტირების გაუმჯობესება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სხ-ის ღერძულა ხაზის მომნიშვნელებით.
3. სბ-ს ღერძულა ხაზის მომნიშვნელების განთავსება უნდა ემთხვეოდეს სბ-ს ღერძულა ხაზის სანათების განთავსების ადგილებს.
4. სბ-ს ღერძულა ხაზის მომნიშვნელები უნდა განლაგდეს სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირებაზე, როდესაც შეუძლებელია მათი განთავსება მარკირებაზე, შესაძლებელია მათი წანაცვლება, არაუმეტეს 30 სმ-ით.
5. სბ-ს ღერძულა ხაზის მომნიშვნელებს უნდა გააჩნდეს მწვანე ფერის შუქამრეკლი საფარი.
6. პილოტის ხედვის არეში არსებულ მონიშნულ ზედაპირს უნდა გააჩნდეს სწორკუთხა ფორმა და ხედვის მინიმალური ფართი უნდა იყოს 20 სმ2.
7. სბ-ს ღერძულა ხაზის მომნიშვნელები უნდა დაპროექტდეს და განთავსდეს ისე, რომ მათზე გავლისას საჰაერო ხომალდის ბორბლებმა არ გამოიწვიოს არც მომნიშვნელის და არც საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის დაზიანებ