1. სამიმოსვლო ბილიკების, ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნების, მოსაცდელი მოედნების და ბაქნების უსაფრთხოების გვერდითა ზოლები, ასევე სხვა არამზიდი ზედაპირები, რომლებიც ძნელად გარჩევადია მზიდი ზედაპირებისაგან და სადაც შესაძლოა მოძრავმა სხ-მ მიიღოს დაზიანება, მზიდი ზედაპირისაგან უნდა გამოიყოს სამიმოსვლო გვერდითი მარკირების ზოლით.
2. სამიმოსვლო გვერდითი მარკირების ზოლი დაიტანება მზიდი ზედაპირის კიდეზე. მარკირების ზოლის გარეთა მხარე უნდა ემთხვეოდეს მზიდი ზედაპირის კიდეს.
3. სამიმოსვლო გვერდითი მარკირების ზოლი უნდა შედგებოდეს ორი მთლიანი ხაზისაგან, თითოეული 15 სმ სიგანით, მათ შორის ინტერვალი უნდა იყოს 15 სმ და გაჩნდეს სბ-ს ღერძულა ხაზის ფერ