1. საერნაოსნო საშუალებების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის აეროდრომზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ძირითადი ელექტროკვების შესაბამისი წყარო.

2. სააეროდრომო ვიზუალური და სანავიგაციო საშუალებების ელექტრომომარაგების სისტემები უნდა დაპროექტდეს და უზრუნველყოფილი იქნეს ისე, რომ მოწყობილობების მტყუნებისას პილოტმა არ დაკარგოს ვიზუალური და არავიზუალური კონტაქტი ორიენტირებთან ან არ მიიღოს მცდარი ინფორმაცია.

3. იმ საშუალებების ელექტრომომარაგება, რომლის სათადარიგო ელექტროკვება სავალდებულოა, უნდა განხორციელდეს ისე, რომ ძირითადი კვების წყაროს გათიშვისას, უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნული საშუალებების ავტომატური გადართვა სათადარიგო წყაროზე.

4. ძირითადი კვების წყაროს გათიშვასა და მოწყობილობების სრული ფუნქციონირების აღდგენას შორის დროის ინტერვალი უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე, მაგრამ იმ ვიზუალური საშუალებების მიმართ, რომლებიც მიეკუთვნებიან დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ს, დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ს და მხოლოდ ასაფრენად განკუთვნილ ადზ-ს, უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-9 ცხრილში მოცემულ გადართვის დროის მაქსიმალური მნიშვნელობების შესახებ მოთხოვნებს.

5. დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათადარიგო ელექტროკვების წყარო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-9 ცხრილის მოთხოვნებს, შესაბამისი კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს მიმართ. იმ საშუალებების ელექტრომომარაგება, რომლის სათადარიგო ელექტროკვება სავალდებულოა, უნდა განხორციელდეს ისე, რომ ძირითადი კვების წყაროს გათიშვისას, უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნული საშუალებების ავტომატური გადართვა სათადარიგო წყაროზე.

6. ასაფრენად განკუთვნილ ადზ-ზე, რომელიც გამოიყენება 800 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათადარიგო ელექტროკვების წყარო, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-9 ცხრილის მოთხოვნებს.

7. აეროდრომი, რომლის ძირითადი ადზ აღჭურვილია დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათადარიგო ელექტროკვების წყაროთი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-9 ცხრილის მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს სათადარიგო ელექტროკვების წყაროს უზრუნველყოფის აუცილებლობა დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ერთზე მეტი ადზ-ს ვიზუალური საშუალებებისთვის.

8. აეროდრომზე, რომლის ძირითადი ადზ არის აღუჭურველი, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათადარიგო ელექტროკვების წყაროთი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-9 ცხრილის მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს სათადარიგო ელექტროკვების წყაროს უზრუნველყოფის აუცილებლობა ვიზუალური საშუალებებისთვის და გათვალისწინებულია საავარიო განათების სისტემა, რომელსაც ფუნქციონირების დაწყება შეუძლია 15 წთ-ში.

9. შემდეგი სააეროდრომო საშუალებებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათადარიგო ელექტროკვების წყარო, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრომომარაგებას ძირითადი კვების წყაროს გათიშვის შემთხვევაში:

ა) სასიგნალო პროჟექტორები და მინიმალური შუქტექნიკური აღჭურვილობა, რაც აუცილებელია საჰაერო მოძრაობის მომსახურე პერსონალის მიერ საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად;

ბ) ყველა გადამღობი ნათურა, რომელიც აუცილებელია საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად;

გ) მიახლოების სანათები, ადზ-ს და სამიმოსვლო ბილიკების სანათები;

დ) მეტეოროლოგიური მოწყობილობა;

ე) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით არსებული ძირითადი განათება;

ვ) ძირითადი აღჭურვილობები და საშუალებები, რომელიც განკუთვნილია აეროდრომის საავარიო ღონისძიებებზე პასუხისმგებელი უწყებებისათვის;

ზ) საჰაერო ხომალდების იზოლირებული სადგომის პროჟექტორული განათება;

თ) ბაქანის არის განათება, რომლის გავლითაც გადაადგილდებიან მგზავრები.

10. სათადარიგო ელექტროკვების წყაროდ უნდა გამოიყენებოდეს:

ა) დამოუკიდებელი კომუნალური ენერგოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აეროპორტის სამსახურებს ელექტროენერგიით ავტონომიური ქვესადგურიდან და დამოუკიდებელი ელექტროგადამცემი ხაზით, რომელიც გაყვანილია ცალკე, ძირითადი ელექტრომომარაგების ხაზისაგან დამოუკიდებლად, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა კომუნალური ენერგოსისტემის და დამოუკიდებელი კომუნალური ენერგოსისტემის ერთდროული გათიშვა;

ბ) სათადარიგო ელექტროაგრეგატები (ელექტროგენერატორი, აკუმულატორი და ა.შ.), რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ელექტროენერგიის წყარო