1. შუქტექნიკური სისტემის საექსპლუატაციო მდგომარეობის ინდიკაციისათვის გამოყენებული უნდა იქნეს კონტროლის სისტემა.
2. როდესაც საჰაერო ხომალდების მოძრაობის მართვის მიზნით გამოიყენება შუქსასიგნალო სისტემები, ასეთი სისტემების კონტროლი უნდა განხორციელდეს ავტომატურად, რათა უზრუნველყოფილი იყოს ისეთი გაუმართაობის ინდიკაცია, რასაც შეუძლია გავლენა იქონიოს მართვის ფუნქციაზე. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურად უნდა გადაეცემოდეს საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურში.
3. სანათების საექსპლუატაციო მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში, ინდიკაცია უნდა ამოქმედდეს 2 წმ-ის განმავლობაში ადზ-თან მოცდის ადგილას „სდექ“ ხაზის სანათებისთვის და 5 წმ-ს განმავლობაში ყველა სხვა სახის ვიზუალური საშუალებებისთვის.
4. ადზ-ზე, რომელიც გამოიყენება 550 მ-ზე ნაკლები ხილვადობის პირობებში, უნდა განხორციელდეს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-9 ცხრილში მოცემული შუქსასიგნალო სისტემების ავტომატური კონტროლი, რათა მოხდეს შესაბამისი ინდიკაცია ნებისმიერი ელემენტის საექსპლუატაციო საიმედოობის დონის გაუარესების შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურად უნდა გადაეცემოდეს ტექნიკური მომსახურების სამსახურს.
5. ადზ-ზე, რომელიც გამოიყენება 550 მ-ზე ნაკლები ხილვადობის პირობებში, უნდა განხორციელდეს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-9 ცხრილში აღწერილი შუქსასიგნალო სისტემების ავტომატური კონტროლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი ინდიკაცია, ნებისმიერი ელემენტის საექსპლუატაციო საიმედოობის დონის გაუარესების შემთხვევაში, არ უნდა განხორციელდეს ფრენები. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურად უნდა გადაეცემოდეს საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურს, რომელიც უნდა გამოისახებოდეს თვალსაჩინო ადგილას.