1. აეროდრომზე, საჰაერო ხომალდების ფრენებისა და სხვა სახის საქმიანობის გათვალისწინებით, აეროდრომის ექსპლუატანტი შეიმუშავებს აეროდრომზე საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმას.
2. აეროდრომზე საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს მოქმედებათა კოორდინაციას აეროდრომზე ან მის შემოგარენში საგანგებო ვითარების წარმოქმნისას (მაგ.: საგანგებო სიტუაცია საჰაერო ხომალდზე, დივერსია/საბოტაჟი, მათ შორის ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენების მუქარა, საჰაერო ხომალდის უკანონო გატაცება, სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული შემთხვევები, ხანძარი შენობებში, სტიქიური უბედურებები და განსაკუთრებული შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში).
3. აეროდრომზე საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს მოქმედებათა კოორდინაციას ან ყველა არსებული უწყების მონაწილეობას, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა საგანგებო ვითარებაში.
4. აეროდრომზე საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს სამაშველო საკოორდინაციო ცენტრთან ურთიერთქმედებას და კოორდინაციას.
5. აეროდრომზე საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საგანგებო ვითარების სახეებს, რომლისთვისაც შემუშავდა ღონისძიებათა გეგმა;
ბ) უწყებებს, რომელთა მონაწილეობაც გათვალისწინებულია გეგმით;
გ) ყველა სახის საგანგებო ვითარებისთვის, ყოველი უწყების, საგანგებო ოპერატიული ცენტრის და საკომანდო პუნქტის, პასუხისმგებლობას და როლს;
დ) კონკრეტულ საგანგებო ვითარებაში დასაკავშირებლად, საკონტაქტო პირების გვარებს და ტელეფონის ნომრებს;
ე) აეროდრომის და მისი შემოგარენის რუკას, კოორდინატთა ბადით.
6. აეროდრომზე საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანური ფაქტორის ასპექტები, საგანგებო ვითარებაში მონაწილე ყველა სამსახურის მოქმედებათა ოპტიმიზაციის მიზნით.
7. აეროდრომზე, საგანგებო ვითარების შემთხვევისათვის უნდა არსებობდეს სტაციონარული საგანგებო ოპერატიული ცენტრი და მოძრავი საკომანდო პუნქტი.
8. საგანგებო ოპერატიული ცენტრი უნდა იყოს სააეროდრომო მომსახურების სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საგანგებო ვითარებაში საერთო კოორდინაციასა და მოქმედებათა ხელმძღვანელობაზე.
9. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს საკომანდო პუნქტის დაუყოვნებლივი განთავსება შემთხვევის ადგილზე, რათა მან ადგილზევე განახორციელოს შესაბამისი სამსახურების მოქმედებათა კოორდინაცია შემთხვევის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით.
10. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ინიშნება საგანგებო ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელი და აუცილებლობის შემთხვევაში – საკომანდო პუნქტის ხელმძღვანელი.
11. აეროდრომზე საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმის შესაბამისად და აეროდრომის კონკრეტული თავისებურებების გათვალისწინებით, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობის შესაბამისი სისტემა საკომანდო პუნქტის, საგანგებო ოპერატიულ ცენტრსა და მონაწილე ორგანოებს შორის კოორდინაციის მიზნით.
12. ეფექტურობის ამაღლების მიზნით, აეროდრომზე საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს არსებულ მოთხოვნებთან ამ გეგმის შესაბამისობის პერიოდული შემოწმების და შედეგების ანალიზის პირობებს.
13. აეროდრომზე საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა უნდა შემოწმდეს შემდეგი ღონისძიებების გატარებით:
ა) აეროდრომზე საგანგებო ვითარებაში სამოქმედოდ სრულმასშტაბიანი სწავლებით, არაუმეტეს ორწლიანი დროის ინტერვალით და შუალედურ წელიწადში ცალკეული ღონისძიებებით საგანგებო ვითარებაში სამოქმედოდ, სრულმასშტაბიანი სწავლების დროს გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის გამოსასწორებლად; ან
ბ) მოდულური შემოწმებებით, რომლებიც იწყება პირველ წელს და მთავრდება აეროდრომზე საგანგებო ვითარებაში სამოქმედო სრულმასშტაბიანი სწავლებით, რომელიც ტარდება არაუმეტეს სამწლიანი დროის ინტერვალით;
გ) განხორციელებული ღონისძიებების დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ფაქტობრივი საგანგებო ვითარების ლიკვიდაციის შემდგომ ან ლიკვიდაციისას უნდა განხორციელდეს შედეგების ანალიზი.
14. თუ აეროდრომი განლაგებულია წყალსატევების და/ან დაჭაობებული ადგილების სიახლოვეს და ამ ადგილების თავზე ხორციელდება სხ-ის აფრენა-დაფრენის მნიშვნელოვანი რაოდენობა, აეროდრომზე საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს სპეციალური სამაშველო სამსახურების არსებობას ასეთ ადგილებში და მათი მოქმედებების კოორდინაციას, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით.
15. აეროდრომებზე, რომლებიც განლაგებულნი არიან წყალსატევთან და/ან დაჭაობებული ან ძნელადმისადგომი ადგილების სიახლოვეს, საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს სპეციალური სამაშველო სამსახურების რეაგირების წინასწარ დადგენილი დროის განსაზღვრას, შემოწმებას და შეფასებას, რეგულარულად.
16. შესაბამისი სამსახურების რეაგირების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ უნდა განხორციელდეს დასაფრენად შესვლის და აფრენის არეების შეფასება, ადზ-ს ზღურბლიდან 1000 მეტრის ფარგლებშ