1. აეროდრომზე მოძრაობის მოცულობის და საექსპლუატაციო პირობებიდან გამომდინარე, სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურების ორგანოს, აეროდრომის ექსპლუატანტის ან ამ ორგანო/ორგანიზაციათა ერთობლივი მოქმედებებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბაქანზე საქმიანობის მართვა, რათა:
ა) განხორციელდეს მოძრაობის რეგულირება, საჰაერო ხომალდების ერთმანეთთან შეჯახებისა და საჰაერო ხომალდების დაბრკოლებებთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით;
ბ) სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტთან ერთად განხორციელდეს ბაქანზე საჰაერო ხომალდების შესვლის რეგულირება და ბაქნიდან მათი გასვლის კოორდინაცია;
გ) განხორციელდეს სატრასპორტო საშუალებების უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილება, ასევე, სხვა სახის საქმიანობის სათანადო კონტროლი.
2. თუ სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი არ მონაწილეობს ბაქანზე საქმიანობის მართვის უზრუნველყოფაში, მაშინ ექსპლუატანტის მიერ უნდა განისაზღვროს შესაბამისი პროცედურა, რათა ბაქანზე საქმიანობის მართვის სამსახურსა და სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტს შორის გაადვილდეს საჰაერო ხომალდების მოძრაობის მართვის უფლების ორგანიზებული გადაცემა.
3. ბაქანზე საქმიანობის მართვის სამსახური უნდა აღიჭურვოს რადიოსატელეფონო კავშირის საშუალებებით.
4. შეზღუდულ ხილვადობასთან დაკავშირებული პროცედურების გამოყენებისას, ბაქანზე მომუშავე პირების და სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზღუდება საჭირო მინიმუმამდე, რომელსაც განსაზღვრავს აეროდრომის ექსპლუატანტი.
5. საგანგებო სიტუაციების დროს, საავარიო-საგანგებო სამუშაობებში ჩართულ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალების მიმართ.
6. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს ბაქანზე, გზას უნდა უთმობდეს:
ა) საავარიო სატრანსპორტო საშუალებას, მოძრავ საჰაერო ხომალდს, საჰაერო ხომალდს, რომელიც იწყებს მოძრაობას ან საჰაერო ხომალდს, რომელიც ახორციელებს პარკირებას ან ბუქსირებას; და
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებას, ადგილობრივი წესების შესაბამისად.
7. აეროდრომის ექსპლუატანტი უნდა ახორციელებდეს საჰაერო ხომალდის სადგომის ვიზუალურ კონტროლს, რეკომენდებული გამყოფი მანძილის დაცვის მიზნით, რაც გათვალისწინებულია იმ საჰაერო ხომალდისთვის, რომელიც იყენებს აღნიშნულ სადგომ