1. თუ დანადგარს ან/და აღჭურვილობას არ გააჩნია აერნაოსნობასთან ან სხ-ის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქციები, მაშინ მათი განთავსება არ უნდა მოხდეს:

ა) საფრენ ზოლზე, უსაფრთხოების ბოლო არეში, სამიმოსვლო ზოლზე ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-3 ცხრილის მე-11 სვეტში მითითებული მანძილების ფარგლებში, თუ იგი საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდებს; ან

ბ) დაბრკოლებებისაგან თავისუფალ ზოლზე, თუ იგი საფრთხეს უქმნის ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდებს.

2. ნებისმიერი მოწყობილობა ან დანადგარი, რომელიც აუცილებელია აერნაოსნობის ან საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უნდა იყოს მსხვრევად ფუძეზე განთავსებული, მიწის დონიდან რაც შეიძლება დაბალ სიმაღლეზე და განთავსდეს:

ა) საფრენი ზოლის იმ ნაწილში, რომელიც მდებარეობს:

ა.ა)  75 მ-ის ფარგლებში, ადზ-ს ღერძულა ხაზიდან, კოდური ნომრით 3 ან 4; ან

ა.ბ)  45 მ-ის ფარგლებში, ადზ-ს ღერძულა ხაზიდან, კოდური ნომრით 1 ან 2; ან

ბ) სამიმოსვლო ზოლის უსაფრთხოების ბოლო არეში ან ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-3 ცხრილის მე-11 სვეტში მოცემული მანძილების ფარგლებში; ან

გ) დაბრკოლებებისაგან თავისუფალ ზოლზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდს.

3. აერნაოსნობის ან საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნებისმიერი მოწყობილობა ან დანადგარი, რომელიც უნდა განთავსდეს საფრენი ზოლის მოუშანდაკებელ მონაკვეთზე, განიხილება როგორც დაბრკოლება და უნდა იყოს მსხვრევად საფუძველზე და დამონტაჟებული რაც შეიძლება დაბლა.

4. დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის I, II ან III კატეგორიის მიხედვით აღჭურვილი ადზ-თვის, ნებისმიერი მოწყობილობა ან დანადგარი, გარდა აერნაოსნობის ან საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელისა, არ უნდა განთავსდეს საფრენი ზოლის ბოლოდან 240 მ-ის ფარგლებში და:

ა) 60 მ-ის ფარგლებში, ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელებიდან, კოდური ნომრით 3 ან 4; ან

ბ) 45 მ-ის ფარგლებში, ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელებიდან, კოდური ნომრით 1 ან 2,5. აერნაოსნობის ან საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნებისმიერი მოწყობილობა ან დანადგარი, რომელიც უნდა განთავსდეს I, II ან III კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს საფრენ ზოლზე ან მის სიახლოვეს, უნდა იყოს მსხვრევად საფუძველზე და დამონტაჟებული რაც შეიძლება დაბლა, რომლებიც:

ა) მდებარეობენ საფრენი ზოლის იმ ნაწილში, რომელიც მდებარეობს ადზ-ის ღერძულა ხაზიდან 77,5 მ-ის ფარგლებში, კოდური ნომრით 4 და კოდური აღნიშვნით F; ან

ბ) მდებარეობენ საფრენი ზოლის ბოლოდან 240 მ-ის ფარგლებში ან:

ბ.ა)  60 მ-ის ფარგლებში, ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელებაზე, კოდური ნომრით 3 ან 4;

ბ.ა)  45 მ-ის ფარგლებში, ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელებაზე, კოდური ნომრით 1 ან 2;

გ)კვეთენ დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირს, შიდა გარდამავალ ზედაპირს ან შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირს.

6. აერნაოსნობის ან საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნებისმიერი მოწყობილობა ან დანადგარი, რომელიც საექსპლუატაციო თვალსაზრისით წარმოადგენს დაბრკოლებას, უნდა იყოს მსხვრევად საფუძველზე და დამონტაჟებული რაც შეიძლება დაბლ