1. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ აეროდრომზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა.

2. აეროდრომებზე, რომლებიც განლაგებულნი არიან წყალსატევების/დაჭაობებული ან ძნელად მისადგომი ადგილების სიახლოვეს და ამ ადგილების თავზე ხორციელდება აფრენა-დაფრენის მნიშვნელოვანი რაოდენობა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური სამაშველო სამსახურები და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობები, საფრთხის და რისკის ხარისხის შესაბამისად.

3. აეროდრომზე საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის დონე უნდა შეესაბამებოდეს აეროდრომის კატეგორიას, რომლის განსაზღვრის პრინციპები მოცემულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ყველაზე დატვირთული სამი თანამიმდევრული თვის განმავლობაში, აეროდრომზე ყველაზე მაღალი კატეგორიის სხ-ის ოპერაციათა რაოდენობა 700-ზე ნაკლებია, დაცვის უზრუნველყოფის დონე უნდა იყოს განსაზღვრულ კატეგორიაზე არანაკლებ ერთი საფეხურით ნაკლები.

4. აეროდრომზე საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის კატეგორია უნდა განისაზღვროს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-10 ცხრილის მეშვეობით, პირველყოვლისა ყველაზე გრძელი ფიუზელაჟის მქონე სხ-ის და შემდგომ მისი სიგანის გათვალისწინებით, რომელიც სარგებლობს აღნიშნული აეროდრომით.

5. თუ აეროდრომზე საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის კატეგორიის შერჩევის შემდეგ, რომელიც შეესაბამება უდიდესი სხ-ის საერთო სიგრძეს, ამ სხ-ის ფიუზელაჟის სიგანე აღემატება ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-10 ცხრილის მე-3 სვეტში მითითებულ მაქსიმალურ მნიშვნელობას აღნიშნული კატეგორიისთვის, მაშინ ამ სხ-ის ფაქტობრივი კატეგორია განისაზღვრება ერთი საფეხურით მეტი.

6. მოსალოდნელი შემცირებული აქტიობის პერიოდში, აეროდრომზე საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფილი დონე უნდა იყოს არანაკლები, რაც მოთხოვნილია ყველაზე დიდი თვითმფრინავის კატეგორიისთვის, რომელიც გეგმავს აღნიშნული აეროდრომით სარგებლობას ამ დროის განმავლობაში ოპერაციების რაოდენობის მიუხედავად.

7. აეროდრომზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ცეცხლმაქრი ნივთიერებები.

8. ძირითადი ცეცხლმაქრი ნივთიერებებია:

ა) ქაფი, რომელიც შეესაბამება A დონის მინიმალურ მახასიათებლებს, ან

ბ) ქაფი, რომელიც შეესაბამება B დონის მინიმალურ მახასიათებლებს, ან

გ) ქაფი, რომელიც შეესაბამება C დონის მინიმალურ მახასიათებლებს, ან

დ) ზემოაღნიშნული ნივთიერებების კომბინაცია.

9. საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის პირველიდან მესამე კატეგორიის ჩათვლით, აეროდრომებისთვის ძირითადი ცეცხლმაქრი ნივთიერება უნდა იყოს ქაფი, რომელიც შეესაბამება B ან C დონის მახასიათებლებს.

10. დამატებითი ცეცხლმაქრი ნივთიერება უნდა იყოს მშრალი ფხვნილისებრი ქიმიური ნივთიერება, რომელიც განკუთვნილია ნახშირწყალბადებით წარმოქმნილი ხანძრის ქრობისთვის.

11. საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალებებში, ქაფის წარმოსაქმნელად საჭირო წყლისა და დამატებითი ნივთიერებების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს აეროდრომის კატეგორიას, ამ მუხლის მე-3, მე-4, და მე-5 პუნქტების და ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-11 ცხრილის მიხედვით, გარდა საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის 1-ლი და მე-2 კატეგორიის აეროდრომებისთვის, სადაც დასაშვებია წყლის 100%-ით შეცვლა დამატებითი ნივთიერებით. ნივთიერებების შესაცვლელად, 1 კგ დამატებითი ნივთიერება აღებული უნდა იქნეს 1 ლ წყლის ეკვივალენტად, რომელიც საჭიროა A დონის მახასიათებლების შესაბამისი ქაფის წარმოსაქმნელად (ქაფის წარმოსაქმნელად საჭირო წყლის რაოდენობა გამოითვლება ქაფის წარმოსაქმნელად ხარჯვის ნორმის საფუძველზე და A დონის მახასიათებლების შესაბამისი ქაფის შემთხვევაში შეადგენს 8,2 ლ/წთ/მ2, B დონის მახასიათებლების შესაბამისი ქაფის შემთხვევაში – 5,5 ლ/წთ/მ2 და C დონის მახასიათებლების შესაბამისი ქაფის შემთხვევაში – 3,75 ლ/წთ/მ2)

12. აეროდრომებზე, სადაც დაგეგმილია იმ სხ-ის ფრენა, რომლის გაბარიტები აღემატება საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის კატეგორიის გაანგარიშებისას აღებულ საშუალო გაბარიტებს, უნდა განხორციელდეს წყლის რაოდენობის გადაანგარიშება და სათანადოდ, ქაფის წარმოსაქმნელად საჭირო წყლის მოცულობის და ქაფის ხსნარის გახარჯვის ნორმების გაზრდა.

13. ქაფის წარმოსაქმნელად საჭირო კონცენტრირებული ქაფის წარმომქმნელების რაოდენობა, რომელიც ზრუნველყოფილია ცალკეულ სატრანსპორტო საშუალებებზე, უნდა შეესაბამებოდეს წყლის არსებულ რაოდენობას და შერჩეული კონცენტრირებული ქაფის წარმომქმენლის რაოდენობას.

14. სატრანსპორტო საშუალებებზე უზრუნველყოფილი კონცენტრირებული ქაფის წარმომქმნელის რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს, სულ მცირე, ქაფის ხსნარის ორჯერადად ჩასატვირთად.

15. საავიაციო შემთხვევის ადგილზე, საჭიროა წყლის დამატებითი მარაგების უზრუნველყოფა, საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალებების წყლით ოპერატიული გაწყობისთვის.

16. იმ შემთხვევაში, როდესაც აეროდრომზე წარმოდგენილია სხვადასხვა დონის მახასიათებლების შესაბამისი ქაფი, ყოველი ტიპის ქაფისთვის უნდა გამოითვალოს წყლის საერთო რაოდენობა, რაც აუცილებელია ქაფის წარმოსაქმნელად, ხოლო ამ რაოდენობების განაწილება დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს თითოეული სატრანსპორტო საშუალებისთვის და მოხდეს მისი გათვალისწინება საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ზოგადი მოთხოვნების ფარგლებში.

17. ქაფის ხსნარის ხარჯვის ნორმა უნდა იყოს არანაკლები ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-11 ცხრილში მოცემულ მნიშვნელობაზე.

18. დამატებითი ნივთიერებები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) ტექნიკურ მოთხოვნებს (იხ. დოკუმენტი ISO 7202 ფხვნილისებრი ნივთიერებები).

19. დამატებითი ნივთიერების ხარჯვის ნორმა უნდა იყოს არანაკლები ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-11 ცხრილში მოცემულ მნიშვნელობაზე.

20. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია დამატებითი ნივთიერებების გამოყენება, მშრალი ფხვნილისებრი ქიმიური ნივთიერება უნდა შეიცვალოს მხოლოდ იმ ნივთიერებით, რომელსაც გააჩნია ექვივალენტური ან უკეთესი თვისებები, ყველა ტიპის ხანძრის ქრობის კუთხით.

21. აეროდრომზე, საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალებების რეზერვუარების გაწყობის მიზნით, გათვალისწინებული უნდა იქნეს ქაფის კონცენტრატის მარაგი, რომელიც იქნება ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-11 ცხრილში მოცემული რაოდენობის 200 %-ის ეკვივალენტი.

22. აეროდრომზე, საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალებების გაწყობის მიზნით, გთვალისწინებული უნდა იქნეს დამატებითი ნივთიერებების მარაგი, რომელიც იქნება ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-11 ცხრილში მოცემული რაოდენობის 100%-ის ეკვივალენტი. დამატებითი ნივთიერების ამ მარაგის გამოსაყენებლად უნდა არსებობდეს გამომდევნი აირის საკმარისი რაოდენობა.

23. საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის 1-ლი და მე-2 კატეგორიის მქონე აეროდრომებზე, სადაც წყალი 100%-ით შეცვლილია დამატებითი ნივთიერებით, უნდა არსებობდეს ამ დამატებითი ნივთიერების მარაგი 200%-ის ოდენობით.

24. თუ მოსალოდნელია მარაგების შევსების მნიშვნელოვანი შეფერხება, მაშინ უნდა გაიზარდოს ამ მუხლის 21-ე, 22-ე და 23-ე პუნქტებით განსაზღვრული მარაგები აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ რისკების შეფასების საფუძველზე.

25. საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალებები დაკომპლექტებული უნდა იყოს საავარიო-სამაშველო აღჭურვილობით, საჰაერო ხომალდების ფრენების დონის შესაბამისად.

26. საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებისათვის, ხილვადობისა და საფარის მდგომარეობის ოპტიმალური პირობების გათვალისწინებით, ყოველი მოქმედი ადზ-ს ბოლოში მიღწევის დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს და რეაგირების დრო არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, სახანძრო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალებიდან ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-11 ცხრილში მითითებული ქაფის რაოდენობის არანაკლებ 50% გახარჯვის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

27. საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინაღმდეგო სამსახურებისათვის, ხილვადობისა და საფარის მდგომარეობის ოპტიმალური პირობების გათვალისწინებით, სამუშაო მოედნის ნებისმიერ ნაწილში მიღწევის დრო არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

28. აეროდრომზე, ცუდი ხილვადობის პირობებში სამუშაოების შესასრულებლად, უნდა განხორციელდეს საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების და მათ მიერ გამოყენებული მოწყობილობების და/ან პროცედურების სათანადო მართვა.

29. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, გარდა პირველ რეაგირებაზე გასული საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც გამოიყენება ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-11 ცხრილში მითითებული რაოდენობის ცეცხლმაქრი ნივთიერებების გადასატანად, უნდა უზრუნველყოფდეს ცეცხლმაქრი ნივთიერებების უწყვეტ მიწოდებას და შემთხვევის ადგილზე უნდა მივიდნენ პირველ რეაგირებაზე გასული საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალების შემდეგ არაუგვიანეს 1 წუთისა.

30. რეაგირებისათვის დადგენილი დროში, აღჭურვილობის ეფექტურობის შენარჩუნების მიზნით, აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალებების სიტემატური, ტექნიკური მომსახურება, მათი სრული საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში.

31. აეროდრომზე უნდა მოეწყოს საავარიო მისასვლელი გზები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რეაგირების მინიმალური დრო. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დასაფრენად შესვლის არეში დაუბრკოლებლად მოხვედრას, რომელიც მდებარეობს ადზ-ს ზღურბლიდან 1000 მ-ზე ან, სულ მცირე, აეროდრომის საზღვრებში. ღობეების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გარე არეებში მოსახერხებელი მიღწევის შესაძლებლობა.

32. საავარიო მისასვლელი გზა უნდა უძლებდეს მასზე მოძრავ ყველაზე მძიმე სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეულ დატვირთვას და გამოსადეგი უნდა იყოს ამინდის ნებისმიერ პირობებში. ადზ-დან 90 მ-ის ფარგლებში გამავალი გზის ზედაპირი ისე უნდა იყოს დამუშავებული, რომ გამოირიცხოს ნიადაგის ეროზია და მიწის მოხვედრა ადზ-ს ზედაპირზე. ყველაზე დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების, აღჭურვილობის ქვეშ გადაადგილების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო დაცილება.

33. სადაც საავარიო მისასვლელი გზის ზედაპირი ერწყმის გარემოს ან შეუძლებელია თოვლით დაფარული გზის გაკვლევა, აუცილებელია მომნიშვნელების განთავსება, დაახლოებით 10 მ-ის ინტერვალით.

34. ყველა საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება უნდა განთავსდეს სახანძრო დეპოში. როდესა, ერთი სახანძრო დეპოდან შეუძლებელია რეაგირების დროის უზრუნველყოფა, უნდა მოეწყოს დამხმარე სახანძრო დეპო.

35. სახანძრო დეპო უნდა განთავსდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების ადზ-ს არეში, პირდაპირი და მოსახერხებელი გადაადგილება, მინიმალური მოსახვევების გათვალისწინებით.

36. სახანძრო დეპოსა და სამეთვალყურეო პუნქტს, ასევე აეროდრომზე ნებისმიერ სხვა სახანძრო დეპოსა და საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირის დისკრეტული სისტემა.

37. სახანძრო დეპოში, საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პერსონალის გაფრთხილებისათვის უნდა არსებობდეს განგაშის გამოცხადების სისტემა, რომელიც განგაშის სიგნალს გამოსცემს როგორც ძირითად დეპოში, ასევე აეროდრომის სხვა დამხმარე დეპოებშიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტში.

38. აეროდრომზე საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალებების მინიმალური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის 1-ლი კატეგორიისათვის – 1 საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება;

ბ) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის მე-2 კატეგორიისათვის – 1 საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება;

გ) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის მე-3 კატეგორიისათვის – 1 საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება;

დ) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის მე-4 კატეგორიისათვის – 1 საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება;

ე) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის მე-5 კატეგორიისათვის – 1 საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება;

ვ) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის მე-6 კატეგორიისათვის – 2 საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება;

ზ) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის მე-7 კატეგორიისათვის – 2 საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება;

თ) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის მე-8 კატეგორიისათვის – 3 საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება;

ი) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის მე-9 კატეგორიისათვის – 3 საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება;

კ) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფის მე-10 კატეგორიისათვის – 3 საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება.

39. საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სრული შემადგენლობა მომზადებული უნდა იყოს სათანადოდ, საკუთარი მოვალეობების ეფექტურად შესრულების მიზნით და უნდა მონაწილეობდნენ რეალურ პირობებთან მიახლოებულ ხანძარსაწინაღო წვრთნებში, რომელიც გათვლილია საჰაერო ხომალდის ტიპსა და საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობაზე, რომელიც გამოიყენება აღნიშნულ აეროდრომზე, მათ შორის წნევის ქვეშ საწვავის აალებით გამოწვეული ხანძრის ქრობაში.

40. საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პერსონალის სასწავლო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს ადამიანური ფაქტორის შესახებ სწავლების საკითხებს, მათ შორის ჯგუფში მოქმედებათა კოორდინაციას.

41. აეროდრომზე ფრენების შესრულებისას აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს საკმაო რაოდენობის მომზადებული და კვალიფიციური პერსონალი, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში იქნებიან საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალებების და აღჭურვილობების გამოსაყენებლად, მაქსიმალური წარმადობით. აღნიშნული პერსონალი უნდა განაწილდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეაგირების მინიმალური დრო და შესაბამისი რაოდენობის ნივთიერებების უწყვეტი მიწოდება. აუცილებელია პერსონალის გათვალისწინება, რომელიც უზრუნველყოფს ხელის შლანგების, კიბეების და სხვა იმ საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების გამოყენებას, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდზე საავარიო-სამაშველო ოპერაციების და ხანძრის ქრობისას.

42. საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების შესასრულებლად საჭირო პერსონალის მინიმალური რაოდენობის განსაზღვრისას უნდა განხორციელდეს არსებული რესურსის ანალიზი, დასახული ამოცანების გათვალისწინებით, ხოლო პერსონალის რაოდენობა უნდა გაიწეროს აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში.

43. საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინაღო სამსახურის მოქმედი პერსონალი, სრული შემადგენლობით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამცავი ტანსაცმლით და რესპირატორული მოწყობილობებით, საკუთარი მოვალეობის ეფექტურად შესრულების მიზნი