1. აეროდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს აეროდრომზე სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის სისტემის (SMGCS) უზრუნველყოფას.
2. სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის სისტემის დაპროექტირებისას, გასათვალისწინებელია:
ა) საჰაერო მოძრაობის სიმჭიდროვე;
ბ) ხილვადობის პირობები, რომლის დროსაც შესრულდება ფრენები;
გ) პილოტების ორიენტაციის საჭიროება;
დ) სააეროდრომო სქემის სირთულე;
ე) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
3. სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის სისტემების ვიზუალური კომპონენტები, როგორიცაა მარკირება, სანათები და ნიშნები, უნდა დაპროექტდეს ისე, რომ პასუხობდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის თავი III-ში (ვიზუალური სააერნაოსნო საშუალებები) მოცემულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
4. სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის სისტემა უნდა დაპროექტდეს ისე, რომ აღმოიფხვრას საჰაერო ხომალდების და სატრანსპორტო საშუალებების არასანქცირებული შესვლა მოქმედ ადზ-ზე.
5. სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის სისტემა უნდა დაპროექტდეს ისე, რომ აღმოიფხვრას საჰაერო ხომალდების ერთმანეთთან, ასევე სატრანსპორტო საშუალებებთან ან სხვა ობიექტებთან შეჯახება, სამუშაო მოედნის ნებისმიერ ნაწილში.
6. იქ, სადაც სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის სისტემა უზრუნველყოფილია „სდექ“ ხაზის და სბ-ს ღერძულა ხაზის სანათების შერჩევითი ჩართვის მეშვეობით, უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) სამიმოსვლო მარშრუტებზე, რომლებიც მონიშნულია სბ-ს ღერძულა ხაზის ჩართული სანათებით, მოძრაობა შეიძლება შეწყდეს „სდექ“ ხაზის სანათების ჩართვით;
ბ) მართვის სქემები უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ საჰაერო ხომალდის წინ „სდექ“ ხაზის სანათების ჩართვისას, სბ-ს ღერძულა ხაზის სანათების შესაბამისი სექცია ავტომატურად გამოირთოს.
გ) სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა ჩაირთოს საჰაერო ხომალდების წინ „სდექ“ ხაზის სანათების გამორთვის შემდეგ.
7. აეროდრომი, რომელიც გამოიყენება ადზ-ზე 350 მ-ზე ნაკლები ხილვადობის პირობებში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამანევრო მოედანზე სახმელეთო მოძრაობის მართვის რადიოლოკატორით.
8. სამანევრო მოედანზე სახმელეთო მოძრაობის მართვის რადიოლოკატორი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ აეროდრომზე, რომლის გამოყენების პირობები განსხვავდება ამ მუხლის მე-7 პუნქტში მოცემული პირობებისაგან, იმ შემთხვევაში, როდესაც აეროდრომზე მოძრაობის სიმჭიდროვის და ექსპლუატაციის პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია სატრანსპორტო ნაკადის რეგულირება ალტერნატიული პროცედურებით და საშუალებები