1. აეროდრომზე, სადაც გათვალისწინებულია ARIWS-სისტემა:
ა) იგი ავტონომიურად უნდა ავლენდეს ადზ-ზე არასანქცირებული პოტენციური შეღწევის ან მოქმედი ადზ-ს დაკავების შემთხვევას და უზრუნველყოფდეს საფრენოსნო ეკიპაჟების ან სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების უშუალო შეტყობინებას;
ბ) იგი უნდა ფუნქციონირებდეს და იმართებოდეს აეროდრომზე არსებული სხვა ვიზუალური სისტემებისგან დამოუკიდებლად;
გ) აღნიშნული სისტემის ვიზუალური კომპონენტები, ანუ სანათები უნდა დაპროექტდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად;
დ) აღნიშნული სისტემის მთლიანი ან ნაწილობრივი მტყუნება გავლენას არ უნდა ახდენდეს აეროდრომზე ჩვეულებრივი ოპერაციების შესრულებაზე. საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს უნდა შეეძლოს სისტემის ნაწილობრივი ან სრული გათიშვა.
2. აეროდრომზე ARIWS-სისტემის მოწყობის შემთხვევაში, ინფორმაცია მისი მახასიათებლების და სტატუსის შესახებ აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა წარუდგინოს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს, სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP) გამოსაქვეყნებლად, აეროდრომზე მოძრაობის მართვისა და კონტროლის სისტემის აღწერასთან და შესაბამის მომნიშვნელებთან ერთად.