1. მოქმედი ადზ-ს ზედაპირი რაც შეიძლება სწრაფად და სრულყოფილად უნდა გაიწმინდოს თოვლის, ყინულის, ჭყაპის, ტალახის, მდგარი წყლის, ქვიშის, ნავთობპროდუქტის, რეზინის დანალექისაგან და სხვა სახის დამაბინძურებლებისაგან, შემდგომში მათი დაგროვების შემცირების მიზნით.
2. სბ უნდა გაიწმინდოს თოვლის, ყინულის, თოვლჭყაპის და სხვა სახის დაბინძურებისგან იმ ხარისხით, რომ შესაძლებელი იყოს სხ-ის შესვლა მოქმედ ადზ-ზე ან/და გამოსვლა მოქმედი ადზ-დან.
3. ბაქნები უნდა გაიწმინდოს თოვლის, ყინულის, თოვლჭყაპის და სხვა სახის დაბინძურებისგან იმ ხარისხით, რომ უზრუნველყოფილი იყოს სხ-ის უსაფრთხო მანევრი ან აუცილებლობისას, სხ-ის ბუქსირება.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სამუშაო მოედნის სხვადასხვა ნაწილის ერთდროული გაწმენდა თოვლის, ყინულის, თოვლჭყაპის და სხვა სახის დაბინძურებისგან, ადზ-ს გაწმენდის შემდეგ უნდა დაწესდეს ზედაპირის გაწმენდის პრიორიტეტულობა, რომელიც უნდა განხორციელდეს აეროდრომზე მოქმედ სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ და აღნიშნული უნდა აისახოს აეროდრომის თოვლის გაწმენდის გეგმაში (SNOW PLAN).
5. აეროდრომის ხელოვნურ საფარზე ყინულის ან ჭირხლის წარმონაქმნის მოსაცილებლად ქიმიკატების გამოყენება გამართლებულია მათი ეფექტურობის შემთხვევაში. ქიმიკატები უნდა გამოიყენებოდეს დიდი სიფრთხილით, რათა მათი გამოყენებით არ შეიქმნას მოცურების უფრო სახიფათო პირობები.
6. დაუშვებელია ისეთი ქიმიკატების გამოყენება, რომელიც აზიანებს როგორც საჰაერო ხომალდებს, ისე ხელოვნურ საფარს, ან ისეთი ქიმიკატების გამოყენება, რომელიც ტოქსიკურად ზემოქმედებს აეროდრომის გარემოზ