1. აეროდრომის სამუშაო მოედნის ზედაპირი, ხელოვნური საფარის ჩათვლით (ადზ-ს, სბ-ს და ბაქნების), აგრეთვე მიმდებარე უბნები უნდა შემოწმდეს და მათი მდგომარეობა რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს აეროდრომის პროფილაქტიკური და არაგეგმური, ტექნიკური მომსახურების პროგრამის ფარგლებში, რათა აღიკვეთოს და დასუფთავდეს ნებისმიერი უცხო სხეულების ნარჩენებისაგან (FOD), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სხ-ის დაზიანება ან სხ-ის სისტემების მუშაობის დარღვევა.
2. ადზ-ს ზედაპირი უნდა შენარჩუნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ თავიდან იყოს აცილებული სახიფათო უსწორმასწორობების ფორმირება, რომელიც უნდა შესრულდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის A დამატების მე-5 პუნქტის შესაბამისად.
3. ადზ-ს ხელოვნური საფარი უნდა შენარჩუნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ ზედაპირზე შეჭიდების მახასიათებლები შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს დადგენილ, მინიმალურ მოთხოვნებს.
4. ხელოვნური საფარის ტექნიკური მომსახურებისას, პერიოდულად უნდა განხორციელდეს ადზ-ს ზედაპირის შეჭიდების მახასიათებლების გაზომვა უწყვეტ რეჟიმში, თვითდასველების შესაძლებლობის მქონე მზომი ხელსაწყოს მეშვეობით და შედეგების დოკუმენტირება. მსგავსი გაზომვების სიხშირე უნდა იყოს საკმარისი, რათა განისაზღვროს ადზ-ს საფარზე შეჭიდების მახასიათებლების ცვლილების ტენდენცია.
5. პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურება ხორციელდება იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას ადზ-ს მთელ ზედაპირზე ან მისი ნაწილზე შეჭიდების მახასიათებლების გაუარესება, სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ დონესთან მიმართებით.
6. როდესაც ქანობების ან ჩავარდნების გამო ადზ-ს ან მისი ნაწილის ზედაპირის დრენაჟირების მახასიათებლების გაუარესებულია, ადზ-ს შეჭიდების მახასიათებელი უნდა შეფასდეს ბუნებრივ ან ხელოვნურ პირობებში, ადგილობრივი ხასიათის წვიმის სიმულირებით და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური მომსახურება.
7. თუ სამიმოსვლო ბილიკი გამოიყენება აირ-ტურბინიანი ძრავის მქონე საჰაერო ხომალდების მიერ, სბ-ს უსაფრთხოების გვერდითა ზოლი უნდა შენარჩუნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ გამორიცხულ იქნეს მასზე კენჭების ან რაიმე საგნების არსებობა, რომლებიც შეიძლება შეიწოვოს თვითმფრინავის ძრავა