1. ადზ-ზე დროებითი პანდუსის გრძივი ქანობი, რომელიც იზომება არსებული ზედაპირის ან ქვედა ფენის მიმართ, უნდა იყოს:
ა) 0,5%-დან 1.0%-მდე, 5 სმ-ის ჩათვლით სისქის მქონე ზედა ფენის შემთხვევაში; და
ბ) არაუმეტეს 0,5%, 5 სმ-ზე მეტი სისქის მქონე ზედა ფენის შემთხვევაში.
2. ზედა ფენის დაგება უნდა განხორციელდეს ადზ-ს ერთი ბოლოდან მეორეს ბოლოს მიმართულებით ისე, რომ ადზ-ზე აფრენა-დაფრენების უმეტესობა განხორციელდეს ქანობის დახრის მიმართულებით.
3. სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების ყოველი ეპიზოდში, საფარის ზედა ფენა უნდა მოეწყოს ადზ-ს მთელ სიგანეზე.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-ზე ხორციელდება საფარის ზედა ფენის დაგება, მის დროებით საექსპლუატაციოდ, მასზე წინასწარ დაიტანება ადზ-ს ღერძულა ხაზის მარკირება. ადზ-ს ნებისმიერი დროებითი ზღურბლის ადგილმდებარეობა უნდა აღინიშნოს 3,6 მ სიგანის განივი ზოლით.
5. ხელოვნური საფარის ზედა ფენის დაგება და შენარჩუნება უნდა განხორციელდეს შეჭიდების მახასიათებლების მინიმალურ მნიშვნელობაზე მაღალი მაჩვენებლი