1. ვერტოდრომზე არსებული ყოველი აღჭურვილობისთვის უნდა მოხდეს შემდეგი მონაცემების გაზომვა ან აღწერა:

ა) ვერტოდრომის ტიპი: ზედაპირის დონეზე განთავსებული, დედამიწის ზედაპირიდან შემაღლებული, გემბანის ვერტოდრომი ან ვერტობანი;

ბ) დაფრენისა და მოწყვეტის არე: ზომები უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით, დახრილობა, ზედაპირის ტიპი, ზედაპირის მზიდი შესაძლებლობა ტონებში;

გ) დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არე (FATO): FATO-ს ტიპი, ნამდვილი/გეოგრაფიული პელენგი ერთ-მეასედ გრადუსამდე სიზუსტით, აღნიშვნის ნომერი, სიგრძე, სიგანე უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით, დახრილობა, ზედაპირის ტიპი;

დ) უსაფრთხოების არე: სიგრძე, სიგანე და ზედაპირის ტიპი;

ე) შვეულმფრენის სახმელეთო სამიმოსვლო ბილიკი და შვეულმფრენის საჰაერო სამიმოსვლო ბილიკი: აღნიშვნა, სიგანე, ზედაპირის ტიპი;

ვ) ბაქანი: ზედაპირის ტიპი, შვეულმფრენის სადგომები;

ზ) დაბრკოლებისაგან თავისუფალი ზოლი: სიგრძე, დედამიწის ზედაპირის პროფილი;

თ) დასაფრენად შესვლის ვიზუალური საშუალებები, FATO-ს, TLOF-ს, შვეულმფრენის სახმელეთო სამიმოსვლო ბილიკების, შვეულმფრენის საჰაერო სამიმოსვლო ბილიკების და შვეულმფრენის სადგომების მარკირება და განათება.

2. დაფრენისა და მოწყვეტის არის (TLOF) გეომეტრიული ცენტრის და/ან დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არის (FATO) ყოველი ზღურბლის გეოგრაფიული კოორდინატები იზომება გრადუსებში, წუთებში, წამებში და წამის მეასედებში და ეცნობება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურს.

3. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს და შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს შესაბამისი ღერძულა ხაზის წერტილების გეოგრაფიული კოორდინატები იზომება გრადუსებში, წუთებში, წამებში და წამის მეასედებში და ეცნობება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურს.

4. შვეულმფრენის ყოველი სადგომის გეოგრაფიული კოორდინატები იზომება გრადუსებში, წუთებში, წამებში და წამის მეასედებში და ეცნობება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურ