1. ვერტობანზე გათვალისწინებულ უნდა იყოს FATO-ს ერთი არე და მასთან თანმხვედრი ან შეთავსებული TLOF-ის ერთი არე.

2. FATO-ს არე შეიძლება იყოს ნებისმიერი კონფიგურაციის, მაგრამ უნდა გააჩნდეს საკმარისი ზომები, რათა მოიცვას არე, რომელშიც შეიძლება განთავსდეს არანაკლებ 1D-დიამეტრის მქონე წრე, ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია ვერტობანი.

3. TLOF-ის არის შეიძლება იყოს ნებისმიერი კონფიგურაციის, მაგრამ უნდა გააჩნდეს საკმარისი ზომები, რათა მოიცვას:

ა) 3175 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე შვეულმფრენებისთვის – არე, რომლის საზღვრებშიც შესაძლებელია განთავსდეს არანაკლებ 1D-დიამეტრის მქონე წრე, ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია ვერტობანი;

ბ) 3175 კგ ან ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე შვეულმფრენებისთვის – არე, რომლის საზღვრებშიც შესაძლებელია განთავსდეს არანაკლებ 0.83D-დიამეტრის მქონე წრე, ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია ვერტობანი.

4. 3175 კგ ან ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე შვეულმფრენებისთვის, TLOF-ის არე უნდა იყოს საკმარისი ზომის, რათა მოიცვას არე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება განთავსდეს არანაკლებ 1D-დიამეტრის მქონე წრე ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია ვერტობანი.

5. ვერტობანის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს საკმარისი ზომების და დარბკოლებებისგან თავისუფალ საჰაერო ღრეჩოს, სადაც სრულად თავსდება FATO-ს არე.

6. რამდენადაც ეს შესაძლებელია, FATO-ს არე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ, შემცირდეს გარემოს, მათ შორის ტურბულენტობის ზემოქმედება FATO-ს არეზე, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს შვეულმფრენების ფრენების წარმოებაზე.

7. TLOF-ის არე უნდა უძლებდეს დინამიკურ დატვირთვას.

8. TLOF-ის არე უნდა უზრუნველყოფდეს დედამიწის ეფექტს.

9. TLOF-ის საზღვრების ირგვლივ დაუშვებელია რაიმე უძრავი ობიექტების არსებობა, გარდა მსხვრევად ფუძეზე განთავსებული ობიექტებისა, რომელიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო, უნდა განთავსდნენ იქ.

10. TLOF-ის ნებისმიერი არესთვის, რომელიც გამოიყენება იმ შვეულმფრენებისთვის, რომელთა D 16,0 მ-ზე მეტია, დაბრკოლებებისაგან თავისუფალ სექტორში განთავსებული ობიექტების სიმაღლე, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ TLOF-ის არის საზღვარზე, არ უნდა აღემატებოდნენ 25 სმ-ს.

11. შვეულმფრენების მიერ გამოსაყენებლად განკუთვნილი 1D ან მეტი ზომის TLOF-ის ნებისმიერი არესა და 16.0 მ-ზე მეტი D-სიდიდის მქონე TLOF-ის ნებისმიერი არესთვის დაბრკოლებებისგან თავისუფალი სექტორის ობიექტების სიმაღლე, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ TLOF-ის არის საზღვარზე, უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე და ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ-ს.

12. TLOF-ის ნებისმიერი არესთვის, რომელიც გამოიყენება იმ შვეულმფრენებისთვის, რომელთა D 16,0 მ-ია და ნაკლებია, დაბრკოლებებისგან თავისუფალ სექტორში განთავსებული ობიექტების სიმაღლე, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ TLOF-ის არის საზღვარზე, არ უნდა აღემატებოდნენ 5 სმ-ს.

13. ობიექტების სიმაღლე, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ TLOF-ის არეში (მაგ. შუქსასიგნალო აღჭურვილობა ან ბადეები), არ უნდა აღემატებოდეს 2,5 სმ-ს. ასეთი ობიექტების არსებობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ შვეულმფრენებისთვის.

14. უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოწყობილობები, როგორიცაა უსაფრთხოების ბადეები ან უსაფრთხოების თაროები, უნდა განთავსდნენ ვერტობანის საზღვარზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდენ TLOF-ის არის სიმაღლეს.

15. TLOF-ის არის უნდა გააჩნდეს მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი, რომელიც განკუთვნილია როგორც შვეულმფრენებისათვის, ასევე ადამიანებისთვის და უნდა გააჩნდეს დახრილობა, წყლის დაგროვების თავიდან ასაცილებლა