1. ვერტოდრომზე დატანილი უნდა იყოს ვერტოდრომის ამოსაცნობი მარკირება.

2. ვერტოდრომის ამოსაცნობი მარკირება უნდა განთავსდეს FATO-ს არის ცენტრში ან მის ახლოს.

3. თუ ვერტობანზე ზედაპირთან შეხების/დანიშნული ადგილმდებარეობის წერტილის მარკირება წანაცვლებულია, მაშინ ვერტოდრომის ამოსაცნობი მარკირება დაიტანება ზედაპირთან შეხების/დანიშნული ადგილმდებარეობის წერტილის მარკირების ცენტრში.

4. როდესაც FATO-ს არე არ მოიცავს TLOF-ის არის და FATO-ს არეში არის დასაფრენად მონიშნული წერტილის მარკირება, გარდა საავადმყოფოსთან არსებული ვერტოდრომისა, ვერტოდრომის ამოსაცნობის მარკირება დაიტანება დასაფრენად მონიშნული წერტილის მარკირების ცენტრში, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართი მე-9 ნახაზზე.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც FATO-ს არე არ მოიცავს TLOF-ის არეს, ვერტოდრომის ამოსაცნობის მარკირება დაიტანება FATO-ს არეში ისე, რომ იგი ემთხვეოდეს TLOF-ის არის ცენტრს.

6. ვერტოდრომის ამოსაცნობი მარკირება დაიტანება FATO-ს არეში, ხოლო FATO-ს არის აღმნიშვნელ მარკირებასთან ერთად მისი გამოყენებისას, იგი დაიტანება FATO-ს არის ორივე ბოლოში, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-10 ნახაზზე.

7. ვერტოდრომის ამოსაცნობი მარკირება, გარდა საავადმყოფოებთან არსებული ვერტოდრომებისა, ხდება თეთრი ფერის „H“- ასოთი. H-ნიშნის მარკირების ზომები არ უნდა იყოს ნაკლები ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-11 ნახაზზე მითითებულისა და, თუ ეს მარკირება გამოიყენება ადზ-ს ტიპის FATO-სთვის, მისი ზომები უნდა გაიზარდოს 3-ჯერ, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-10 ნახაზზე.

8. საავადმყოფოსთან არსებული ვერტოდრომის ამოსაცნობი მარკირება წარმოადგენს წითელი ფერის ასო ”H”, თეთრი ფერის ჯვრის ფონზე, რომელიც შედგება კვადრატებისგან და კვადრატის თითო მხარე ესაზღვრება და შეიცავს H-ასოს, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-11 ნახაზზე.

9. ვერტოდრომის ამოსაცნობი მარკირება ორიენტირებული უნდა იყოს ისე, რომ „H“-ასოს განივი ხაზი განთავსდეს დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის უპირატესი მიმართულების მიმართ მართი კუთხით. ვერტობანის შემთხვევაში, განივი ხაზი მდებარეობს დაბრკოლებებისგან თავისუფალი სექტორის კუთხის ბისექტრისაზე ან მის პარალელურად. სპეციალურად აღუჭურვავი ვერტობანის შემთხვევაში, რომელიც განთავსებულია ხომალდის გვერდითა ნაწილში, Н-ასოს განივი ხაზი უნდა განთავსდეს ხომალდის ბორტის პარალელურად.

10. ვერტობანის და გემბანის ვერტოდრომის შემთხვევაში, ვერტოდრომის ამოსაცნობი მარკირების Н-ნიშნის სიმაღლე უნდა იყოს 4 მ, საერთო სიგანით არაუმეტეს 3 მ-ისა და ასოს შემადგენელი ნაწილების სიგანით არაუმეტეს 0.75 მ-