1. ვერტოდრომი აღჭურვილი უნდა იყოს, სულ მცირე, ქარის ერთი მაჩვენებელით.

2. ქარის მიმართულების მაჩვენებელი უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ აჩვენოს ქარის პირობები FATO-ს და TLOF-ს არეებში და არ მოექცეს ჰაერის ნაკადების გავლენის ქვეშ, რაც გამოწვეულია ახლომდებარე ობიექტების ან შვეულმფრენის მზიდი ხრახნის ჭავლის ზემოქმედებით. შვეულმფრენის პილოტი მას უნდა ხედავდეს როგორც ფრენის დროს, ისე „კიდურა“ რეჟიმში და ან სამუშაო მოედანზე.

3. იქ, სადაც შესაძლოა TLOF-ის ან/და FATO-ს არე მოექცეს ჰაერის ნაკადების გავლენის ქვეშ, აუცილებელია აღნიშნული არეების სიახლოვეს განთავსდეს ქარის დამატებითი მაჩვენებლები, ამ არეებში მიწისპირა ქარის მისათითებლად.

4. ქარის მიმართულების მაჩვენებელი იმგვარად უნდა იყოს კონსტრუირებული, რომ აჩვენოს ქარის ზუსტი მიმართულება და ქარის ზოგადი სიჩქარე.

5. ქარის მიმართულების მაჩვენებელი უნდა იყოს დამზადებული მსუბუქი ქსოვილისაგან, წაკვეთილი კონუსის ფორმისა, შემდეგი მინიმალური ზომებით:

ა) ზედაპირის დონეზე განთავსებული ვერტოდრომის შემთხვევაში:

ა.ა) სიგრძე – 2,4 მ

ა.ბ) დიამეტრი (დიდი ბოლო) – 0,6 მ

ა.გ) დიამეტრი (მცირე ბოლო) – 0,3 მ

ბ) დედამიწის ზედაპირიდან შემაღლებული ვერტოდრომის და ვერტობანის შემთხვევაში:

ბ.ა) სიგრძე – 1,2 მ

ბ.ბ) დიამეტრი (დიდი ბოლო) – 0,3 მ

ბ.გ) დიამეტრი (მცირე ბოლო) – 0,15 მ

6. ქარის მიმართულების მაჩვენებლის ფერი უნდა შეირჩეს ფონის გათვალისწინებით ისე, რომ ადვილი გასარჩევი და გასაგები იყოს ვერტოდრომიდან, სულ მცირე, 200 მ-ის (650 ფუტი) სიმაღლეზე. იქ, სადაც ეს შესაძლებელია, გამოიყენება ერთი ფერი, სასურველია თეთრი ან ნარინჯისფერი. ცვალებად ფონზე კარგი შემჩნევადობის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია ორი ფერის შეხამება, უმჯობესია ნარინჯისფერი და თეთრი, წითელი და თეთრი ან შავი და თეთრი, ამასთან, ფერები უნდა განლაგდეს ხუთ მონაცვლეობით ზოლად ისე, რომ პირველი და ბოლო ზოლი იყოს უფრო მუქი ფერის.

7. ღამის ფრენებისთვის განკუთვნილ ვერტოდრომებზე, ქარის მაჩვენებელი უნდა იყოს განათებულ