1. მყისიერი გაფრენისწინა ინფორმაციისა და საფრენოსნო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, მონაცემების მისაღებად და გასავრცელებლად, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და ვერტოდრომის ექსპლუატანტს შორის ფორმდება შეთანხმება შემდეგი ინფორმაციის დაუყოვნებელ მიწოდებაზე:
ა) ვერტოდრომზე არსებული პირობების შესახებ;
ბ) შესაბამისი აღჭურვილობების, სამსახურების, სამუშაო მოედნის და მასთან დაკავშირებული ნაგებობის და საშუალებების საექსპლუატაციო მდგომარეობის და სააერნაოსნო საშუალებების საექსპლუატაციო მდგომარეობის შესახებ;
გ) სხვა სახის ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია უსაფრთხო ფრენებისათვის.
2. ჰაერსნაოსნო ინფორმაციის კრებულში ცვლილებების შეტანამდე, ვერტოდრომის ექსპლუატანტმა უნდა გაითვალისწინოს დრო, რომელიც სჭირდება სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს შესაბამისი გამოსაქვეყნებელი მასალის მოსამზადებლად, გასაფორმებლად და გამოსაცემად, რათა დროულად მოხდეს ასეთი ინფორმაციის მიწოდება სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურისთვის.
3. რუკებისა და/ან სააერნაოსნო ავტომატიზებული სისტემების უწყვეტი ფუნქციონირებისთვის ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილება ექვემდებარება შეტყობინებას ჰაერსანაოსნო ინფორმაციის რეგულირების და კონტროლის სისტემის (АIRАС) არხების მეშვეობით. ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურისთვის საწყისი ინფორმაციის/მონაცემების მიწოდებისას, საფოსტო გზავნილისთვის დადგენილი ვადის გარდა გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე AIRAC-ის სისტემით ინფორმაციის ძალაში შესვლის თარიღიც, რომელიც წინასწარ განსაზღვრული და შეთანხმებულია საერთაშორისო დონეზე.
4. ვერტოდრომის ექსპლუატანტმა, რომლებიც პასუხისმგებელია საწყისი ჰაერსანაოსნო ინფორმაციის/მონაცემების გადაცემაზე სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურისთვის, უნდა უზრუნველყოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სიზუსტესა და მთლიანობაზე „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №471 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა.