1. მიწის დონეზე განთავსებულ ვერტოდრომებზე გათვალისწინებული უნდა იყოს დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის ერთი არე (FATO).
2. FATO-ს არე თავისუფალი უნდა იყოს დაბრკოლებებისგან.
3. FATO-ს არის ზომები უნდა იყოს:
ა) 1-ლი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენებისთვის – შვეულმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში დადგენილი ზომების შესაბამისი, გარდა სიგანის მიმართ მოთხოვნების არარსებობის შემთხვევისა, როდესაც სიგანე უნდა იყოს არანაკლები ყველაზე დიდი შვეულმფრენის უდიდესი გაბარიტული ზომებისა (D), რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია FATO-ს არე;
ბ) მე-2 ან მე-3 კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენებისთვის – საკმარისი ზომის და კონფიგურაციის არე, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა არანაკლებ შემდეგი დიამეტრის მქონე წრის შემოხაზვა:
ბ.ა) 1D, ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, როდესაც შვეულმფრენის მაქსიმალური ასაფრენი მასა (МТОМ), რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია FATO-ს არე, აღემატება 3175 კგ-ს;
ბ.ბ) 0,83D ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, როდესაც შვეულმფრენის მაქსიმალური ასაფრენი მასა (МТОМ), რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია FATO-ს არე, შეადგენს 3175 კგ-ს ან ნაკლებს.
4. მე-2 და მე-3 კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენებისთვის, რომელთა მაქსიმალური ასაფრენი მასა (МТОМ) 3175 კგ ან ნაკლებია, FATO-ს არის უნდა გააჩნდეს არე, რომლის საზღვრებშიც შესაძლოა არანაკლებ 1D-დიამეტრის მქონე წრის შემოხაზვა.
5. FATO-ს არეში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სწრაფი დრენაჟირება, მაგრამ საშუალო დახრა ნებისმიერი მიმართულებით არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს. FATO-ს არის ნებისმიერ ნაწილში ადგილობრივი დახრილობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 5%-ს, თუ ვერტოდრომი განკუთვნილია 1-ლი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენებისთვის;
ბ) 7%-ს, თუ ვერტოდრომი განკუთვნილია მე-2 ან მე-3 კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენებისთვის;
6. FATO-ს არის ზედაპირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უნდა უძლებდეს მზიდი ხრახნის ჭავლის ზემოქმედებას;
ბ) არ უნდა გააჩნდეს უსწორმასწორობები, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს შვეულმფრენის აფრენაზე ან დაფრენაზე; და
გ) უნდა გააჩნდეს მზიდი შესაძლებლობა, რომელიც საკმარისია 1-ლი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენის შეწყვეტილი აფრენისთვის.
7. FATO-ს არის ზედაპირი დაფრენისა და მოწყვეტის არის (TLOF) ირგვლივ, რომელიც განკუთვნილია მე-2 და მე-3 კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენებისთვის, უნდა უძლებდეს სტატიკურ დატვირთვას.
8. FATO-ს არეში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დედამიწის გავლენა.
9. FATO-ს არე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარემოს, მათ შორის – ტურბულენტობის ზემოქმედება, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს შვეულმფრენის ფრენების წარმოებაზე.
10. დაბრკოლებებისგან თავისუფალი არე შვეულმფრენისათვის უნდა განთავსდეს FATO-ს არის საზღვრის მიღმა.
11. დაბრკოლებებისგან თავისუფალი არის სიგანე არ უნდა იყოს უსაფრთხოების შესაბამისი არის სიგანეზე ნაკლები, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის პირველ ნახაზზე.
12. დაბრკოლებებისგან თავისუფალი არის ზედაპირი არ უნდა გავიდეს იმ სიბრტყის ზემოთ, რომელსაც გააჩნია აღმავალი 3%-იანი დახრილობა, რომლის ქვედა საზღვარი წარმოადგენს FATO-ს პერიმეტრზე მდებარე ჰორიზონტალურ ხაზს.
13. ობიექტი, რომელიც მდებარეობს დაბრკოლებებისგან თავისუფალი ზოლის არეში და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შვეულმფრენს ჰაერში, განიხილება როგორც დაბრკოლება და ექვემდებარება დემონტაჟს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
14. ვერტოდრომზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაფრენის და მოწყვეტის, სულ მცირე, ერთი არე (TLOF).
15. TLOF-ის ერთი არე უნდა განთავსდეს FATO-ს არეში, ან ერთი ან რამდენიმე TLOF-ის არე თავსებადია შვეულმფრენების სადგომებთან. ადზ-ს ტიპის FATO-ს არეში დასაშვებია TLOF-ის დამატებითი არეების განთავსება.
16. TLOF-ის არის უნდა გააჩნდეს საკმარისი ზომები, რათა მოიცვას, სულ მცირე, 0.83D დიმეტრის მქონე წრე, ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია ის.
17. TLOF-ის არის უნდა გააჩნდეს საკმაო დახრილობა აღნიშნული არის ზედაპირზე წყლის დაგროვების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს ნებისმიერი მიმართულებით.
18. თუ FATO-ს არე მოიცავს TLOF-ის არეს, მაშინ ის უნდა უძლებდეს დინამიკურ დატვირთვას.
19. თუ TLOF-ის არე შეთავსებულია შვეულმფრენის სადგომთან, მაშინ ის უნდა უძლებდეს სტატიკურ დატვირთვას და იმ შვეულმფრენების მოძრაობით წარმოქმილ დატვირთვას, რომელთა მომსახურებისთვისაც განკუთვნილია აღნიშნული არე.
20. თუ TLOF-ის არე განთავსებულია FATO-ს არეში, რომელიც შეიძლება მოიცავდეს 1D-ზე მეტი დიამეტრის მქონე წრეს, მაშინ TLOF-ის არის ცენტრი უნდა განთავსდეს FATO-ს საზღვრიდან არანაკლებ 0.5D მანძილზე.
21. FATO-ს არის გარს უნდა ერტყმოდეს უსაფრთხოების არე, რომლის ზედაპირიც არ არის აუცილებელი იყოს მყარი.
22. FATO-ს არის გარშემო არსებული უსაფრთხოების არე უნდა გავრცელდეს FATO-ს საზღვრებიდან, სულ მცირე, 3მ ან 0.25D (ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია FATO) მანძილზე, იმაზე დამოკიდებულებით, თუ რომელი სიდიდეა მეტი, და:
ა) როდესაც FATO-ს არე წარმოადგენს ოთხკუთხედს, უსაფრთხოების არის ყოველი გარეთა მხარე, სულ მცირე, 2D-ს ტოლია; ან
ბ) როდესაც FATO-ს არე წრიულია, უსაფრთხოების არის გარე დიამეტრი, სულ მცირე, 2D-ს ტოლია, როგორც ეს მოცემულია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის პირველ ნახაზზე.
23. უსაფრთხოების არის საზღვრიდან გათვალისწინებული უნდა იყოს გვერდითა დამცავი ზედაპირი, 450-იანი აღმავალი დახრილობით, 10 მ მანძილზე, რომელშიც არ უნდა შეაღწიოს დაბრკოლებამ, გარდა იმ დაბრკოლებებისა, რომლებიც განთავსებულნი არიან FATO-ს არის მხოლოდ ერთ მხარეს და დასაშვებია მათი შეღწევა აღნიშნული დახრის მქონე გვერდითა ზედაპირზე.
24. უსაფრთხოების არეში დაუშვებელია რაიმე უძრავი ობიექტის არსებობა, რომელიც გადის FATO-ს სიბრტყის ზევით, გარდა მსხვრევად ფუძეზე განთავსებული ობიექტებისა, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ აღნიშნულ არეში. უსაფრთხოების არეში დაუშვებელია რაიმე მოძრავი ობიექტის არსებობა შვეულმფრენის ფრენის განმავლობაში.
25. ობიექტები, რომელთა განთავსებაც უსაფრთხოების არეში წარმოადგენს აუცილებლობას, მათი ფუნქციური დანიშნულების გამო:
ა) თუ ისინი განთავსებულნი არიან FATO-ს არის ცენტრიდან 0,75D-ზე ნაკლებ მანძილზე, მათ არ უნდა შეაღწიონ სიბრტყეში, რომელიც მდებარეობს FATO-ს არის ზედაპირიდან 5 სმ-ზე;
ბ) თუ ისინი განთავსებულნი არიან FATO-ს არის ცენტრიდან 0,75D და მეტ მანძილზე, მათ არ უნდა შეაღწიონ სიბრტყეში, რომელიც იწყება FATO-ს ზედაპირიდან 25 სმ-ის სიმაღლეზე და გააჩნია აღმავალი 5%-იანი დახრა FATO-ს არედან გარეთ.
26. უსაფრთხოების არის მყარი ზედაპირის შემთხვევაში, აღმავალი დახრილობა არ უნდა აღემატებოდეს 4%-ს FATO-ს არის საზღვრებიდან გარეთ.
27. მზიდი ხრახნის ჭავლის ზემოქმედებით, ნარჩენების გაფანტვის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების არე ექვემდებარება დასუფთავებას.
28. უსაფრთხოების არის მყარი ზედაპირი, რომელიც აკრავს FATO-ს არეს, უნდა წარმოადგენდეს FATO-ს არის ზედაპირის გაგრძელებას.
29. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს სიგანე არ უნდა იყოს შვეულმფრენის ყველაზე განიერი შასის სიგანის 1.5 მნიშვნელობაზე ნაკლები, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია შვეულმფრენის სახმელეთო სბ, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-2 ნახაზზე.
30. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს გრძივი დახრა არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს.
31. შვეულმფრენის სახმელეთო სბ უნდა უძლებდეს სტატიკურ დატვირთვას და იმ შვეულმფრენების მოძრაობით წარმოქმილ დატვირთვას, რომელთა მომსახურებისთვისაც განკუთვნილია შვეულმფრენის სახმელეთო სბ.
32. შვეულმფრენის სახმელეთო სბ უნდა გადიოდეს სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტის ღერძულა ხაზზე.
33. შვეულმფრენის სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტი სიმეტრიულად ვრცელდება ღერძულა ხაზის თითოეულ მხარეს, მანძილზე, რომელიც ტოლია შვეულმფრენის უდიდესი გაბარიტული სიგანის, სულ მცირე, 0.75-ისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია იგი.
34. შვეულმფრენის სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტზე დაუშვებელია მიწის ზედაპირიდან აღმართული რაიმე უძრავი ობიექტის არსებობა, გარდა მსხვრევად ფუძეზე განთავსებული ობიექტებისა, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ იქ. სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტზე დაუშვებელია რაიმე მოძრავი ობიექტის არსებობა შვეულმფრენის მოძრაობის განმავლობაში.
35. ობიექტები, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ შვეულმფრენების სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტზე:
ა) არ უნდა განთავსდნენ შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს ნაპირიდან 50 სმ-ზე ნაკლებ მანძილზე; და
ბ) არ უნდა შეაღწიონ სიბრტყეში, რომელიც იწყება შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს ზედაპირის თავზე 25 სმ-ზე, შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს ნაპირიდან 50 სმ მანძილზე და გააჩნია 5%-იანი აღმავალი დახრილობა სბ-დან გარეთ.
36. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-სა და სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სწრაფი დრენაჟი, მაგრამ შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს განივი დახრა არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს.
37. შვეულმფრენის სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტის ზედაპირი უნდა უძლებდეს მზიდი ხრახნის ჭავლის ზემოქმედებას.
38. ერთდროული ფრენების შესრულებისას, არ უნდა მოხდეს შვეულმფრენის სახმელეთო სამიმოსვლო მარშრუტების ურთიერთგადაფარვა.
39. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს სიგანე ტოლი უნდა იყოს შვეულმფრენის შასის უდიდესი სიგანის, სულ მცირე, ორმაგი სიდიდისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია სბ, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-3 ნახაზზე.
40. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ზედაპირმა უნდა გაუძლოს სტატიკურ დატვირთვას.
41. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ზედაპირის დახრა არ უნდა აღემატებოდეს შეზღუდვებს, რომელიც დადგენილია შვეულმფრენის დასაფრენად, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია შვეულმფრენის საჰაერო სბ. ნებისმიერ შემთხვევაში, განივი დახრა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, ხოლო გრძივი დახრა – 7%-ს.
42. შვეულმფრენის საჰაერო სბ უნდა გადიოდეს საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტის ღერძულა ხაზზე.
43. შვეულმფრენის საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტი სიმეტრიულად ვრცელდება ღერძულა ხაზის თითოეულ მხარეს, მანძილზე, რომელიც ტოლია, სულ მცირე, შვეულმფრენის უდიდესი გაბარიტული სიგანის, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია იგი.
44. შვეულმფრენის საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტზე დაუშვებელია მიწის ზედაპირიდან აღმართული რაიმე უძრავი ობიექტის არსებობა, გარდა მსხვრევად ფუძეზე განთავსებული ობიექტებისა, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ იქ. საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტზე დაუშვებელია რაიმე მოძრავი ობიექტის არსებობა შვეულმფრენის მოძრაობის განმავლობაში.
45. მიწის ზედაპირიდან აღმართული ობიექტები, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ შვეულმფრენების საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტზე:
ა) არ უნდა განთავსდნენ შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ნაპირიდან 1 მ-ზე ნაკლებ მანძილზე; და
ბ) არ უნდა შეაღწიონ სიბტრყეში, რომელიც იწყება შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს სიბრტყიდან 25 სმ-ის სიმაღლეზე, შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ნაპირიდან 1 მ-ის მანძილზე და გააჩნია 5%-იანი აღმავალი დახრა სბ-დან გარეთ.
46. შვეულმფრენის საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტის ზედაპირი უნდა უძლებდეს მზიდი ხრახნის ჭავლის ზემოქმედებას.
47. შვეულმფრენის საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტის ზედაპირზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს დედამიწის ეფექტი.
48. ერთდროული ფრენების შესრულებისას, არ უნდა მოხდეს შვეულმფრენის საჰაერო სამიმოსვლო მარშრუტების ურთიერთგადაფარვა.
49. თუ TLOF-ის არე შეთავსებულია შვეულმფრენის სადგომთან, მაშინ აღნიშნული სადგომის დამცავი არე არ უნდა ფარავდეს შვეულმფრენის სხვა ნებისმიერ სადგომის დამცავ არის ან შესაბამის სამიმოსვლო მარშრუტს.
50 შვეულმფრენის სადგომზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარგი დრენაჟირება, მაგრამ ნებისმიერი მიმართულებით დახრა არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს.
51. კიდურა რეჟიმში მობრუნების განხორციელებისათვის განკუთვნილი შვეულმფრენის სადგომს, უნდა გააჩნდეს საკმარისი ზომები, რათა მოიცვას, სულ მცირე, 1.2D დიამეტრის მქონე წრე, ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია აღნიშნული სადგომი, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-4 ნახაზზე.
52. თუ შვეულმფრენის სადგომი განკუთვნილია გამჭოლი მიმოსვლისთვის და შვეულმფრენი, რომელიც სარგებლობს სადგომით, არ საჭიროებს მობრუნების შესრულებას, მაშინ სადგომის და შესაბამისი დამცავი არის მინიმალური სიგანე ტოლია მიმოსვლის მარშრუტის სიგანისა.
53. თუ შვეულმფრენის სადგომი განკუთვნილია შვეულმფრენის მობრუნებისათვის, მაშინ სადგომის და შესაბამისი დამცავი არის მინიმალური ზომები უნდა იყოს არანაკლებ 2D-ს ტოლი.
54. თუ შვეულმფრენის სადგომი განკუთვნილია შვეულმფრენის მობრუნებისათვის, მის ირგვლივ გაითვალისწინება დამცავი არე, რომელიც ვრცელდება 0.4D-ს ტოლ მანძილზე შვეულმფრენის სადგომის საზღვრიდან.
55. ერთდროული ოპერაციების შესრულებისას, არ უნდა მოხდეს შვეულმფრენების სადგომების დამცავი არეების და მასთან დაკავშირებული სამიმოსვლო მარშრუტების ურთიერთგადაფარვა, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-5 ნახაზზე.
56. როდესაც გათვალისწინებულია არაერთდროული ოპერაციების შესრულება, შეიძლება მოხდეს შვეულმფრენების სადგომების დამცავი არეების და მასთან დაკავშირებული სამიმოსვლო მარშრუტების ურთიერთგადაფარვა, როგორც ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-6 ნახაზზე.
57. საჰაერო გადაადგილებისათვის განკუთვნილი შვეულმფრენის სადგომი და მასთან დაკავშირებული დამცავი არე უნდა უზრუნველყოფდეს დედამიწის ეფექტს.
58. შვეულმფრენის სადგომებზე დაუშვებელია რაიმე აღმართული უძრავი ობიექტის არსებობა.
59. შვეულმფრენის სადგომის ირგვლივ, დამცავ არეში დაუშვებელია რაიმე აღმართული უძრავი ობიექტის არსებობა, გარდა მსხვრევად ფუძეზე განთავსებული ობიექტებისა, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების შესაბამისად უნდა განთავსდნენ აღნიშნულ არეში.
60. შვეულმფრენის სადგომზე და მასთან დაკავშირებულ დამცავ არეში დაუშვებელია რაიმე მოძრავი ობიექტის არსებობა შვეულმფრენის მოძრაობისას.
61. ობიექტებმა, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდეს დამცავ არეში:
ა) არ უნდა შეაღწიონ ცენტრალური არის ზედაპირიდან 5 სმ-ზე მდებარე სიბრტყეში, თუ ისინი განთავსებულნი არიან შვეულმფრენის სადგომის ცენტრიდან 0,75D-ზე ნაკლებ მანძილზე;
ბ) არ უნდა შეაღწიონ ცენტრალური არის ზედაპირიდან 25 სმ-ზე მდებარე სიბრტყეში, რომელსაც გააჩნია 5%-იანი აღმავალი დახრილობა შვეულმფრენის სადგომის ცენტრიდან გარეთ, თუ ისინი განთავსებულნი არიან შვეულმფრენის სადგომის ცენტრიდან 0,75D და მეტ მანძილზე.
62. შვეულმფრენის სადგომის ცენტრალური არე უნდა უძლებდეს შვეულმფრენების მოძრაობის სიხშირით წარმოქმნილ დატვირთვას, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია იგი და უნდა მოიცავდეს სტატიკური დატვირთვის გამძლე შემდეგი ზომის არეს:
ა) ყველაზე დიდი შვეულმფრენის არანაკლებ 0.83D დიამეტრის არეს, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია იგი; ან
ბ) შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს სიგანის ტოლი არე, თუ შვეულმფრენის სადგომი განკუთვნილია გამჭოლი მიმოსვლისთვის და როდესაც შვეულმფრენი, რომელიც სარგებლობს სადგომით, არ საჭიროებს მობრუნების შესრულებას.
63. იმ შემთხვევაში, როდესაც FATO-ს არე განთავსებულია ადზ-ს ან სბ-ს სიახლოვეს და დაგეგმილია ერთდროული ფრენების შესრულება, ადზ-ს ან სბ-ს საზღვარსა და FATO არის საზღვარს შორის მანძილი არ უნდა იყოს ამ რეგლამენტის მე-3 დანართის პირველ ცხრილში მოცემულ შესაბამის სიდიდეზე ნაკლები.
64. FATO-ს არე არ უნდა განთავსდეს:
ა) სბ-ს კვეთის ან მოცდის ადგილის ახლოს, სადაც ძრავის რეაქტიულ ჭავლს შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი ტურბულენტობა; ან
ბ) იმ არეების სიახლოვეს, სადაც არსებობს თვითმფრინავის ძრავის ჭავლის წარმოშობის ალბათობ