1. იმ შემთხვევაში, როდესაც შვეულმფრენის სამუშაო მოედანი განთავსებულია გემის კიჩოზე ან წინა ნაწილში ან განგებ მოწყობილია გემის კონსტრუქციების თავზე, ის ითვლება სპეციალურად აღჭურვილ გემბანის ვერტოდრომად.

2. გემბანის ვერტოდრომზე გათვალისწინებულ უნდა იყოს FATO-ს ერთი არე და ერთი თანმხვედრი ან შეთავსებული TLOF-ის არე.

3. FATO-ს არე შეიძლება იყოს ნებისმიერი კონფიგურაციის, მაგრამ უნდა გააჩნდეს საკმარისი ზომები, რათა მოიცვას არე, რომელშიც შეიძლება განთავსდეს არანაკლებ 1D დიამეტრის მქონე წრე, ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია ვერტობანი.

4. გემბანის ვერტოდრომის TLOF-ის არე უნდა უძლებდეს დინამიკურ დატვირთვას.

5. გემბანის ვერტოდრომის TLOF-ის არე უნდა უზრუნველყოფდეს დედამიწის ეფექტს.

6. სპეციალურად აღჭურვილ გემბანის ვერტოდრომების შემთხვევაში, რომელიც განთავსებულია არა გემის კიჩოზე ან მის წინა ნაწილში, არამედ მის სხვა ნაწილში, TLOF-ის არის უნდა გააჩნდეს საკმარისი ზომები, რათა მოიცვას არანაკლებ 1D-დიამეტრის მქონე წრე, ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია ვერტოდრომი.

7. სპეციალურად აღჭურვილ გემბანის ვერტოდრომის შემთხვევაში, რომელიც განთავსებულია გემის კიჩოზე ან მის წინა ნაწილში, TLOF-ის არის უნდა გააჩნდეს საკმარისი ზომები, რათა:

ა) მოიცვას არანაკლებ 1D-დიამეტრის მქონე წრე, ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია ვერტოდრომი; ან

ბ) დაფრენის შეზღუდული მიმართულების პირობებში ფრენების შესრულებისას, მოიცვას არე, რომლის საზღვრებშიც შეიძლება განთავსდეს არანაკლებ 1D-დიამეტრის მქონე ორი მოპირდაპირე რკალი, შვეულმფრენის გრძივი მოძრაობის მიმართულებით. ვერტოდრომის მინიმალური სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 0.83 D-ს ტოლი ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-7 ნახაზის შესაბამისად.

8. იმ შემთხვევაში, თუ გემბანის ვერტოდრომი არ არის სპეციალურად აღჭურვილი, TLOF-ის არის უნდა გააჩნდეს საკმარისი ზომები, რათა მოიცვას არანაკლებ 1D-დიამეტრის მქონე წრე ყველაზე დიდი შვეულმფრენისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია ვერტოდრომი.

9. გემბანის ვერტოდრომის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს საკმარისი ზომების და დაბრკოლებებისგან თავისუფალ საჰაერო ღრეჩოს, სადაც სრულად განთავსებული უნდა იყოს FATO-ს არე.

10. FATO-ს არე უნდა განთავსდეს ისე, რომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შემცირდეს გარემოს, მათ შორის ტურბულენტობის ზემოქმედება FATO-ს არეზე, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს შვეულმფრენების ფრენების წარმოებაზე.

11. TLOF-ის არის საზღვრების ირგვლივ დაუშვებელია რაიმე უძრავი ობიექტების არსებობა, გარდა მსხვრევად ფუძეზე განთავსებული ობიექტებისა, რომელიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო, უნდა განთავსდნენ იქ.

12. TLOF-ის ნებისმიერი არესთვის, რომელიც გამოიყენება იმ შვეულმფრენებისთვის, რომელთა D 16,0 მ-ზე მეტია, დაბრკოლებებისაგან თავისუფალ სექტორში განთავსებული ობიექტების სიმაღლე, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ TLOF-ის არის საზღვარზე, არ უნდა აღემატებოდნენ 25 სმ-ს.

13. შვეულმფრენების მიერ გამოსაყენებლად განკუთვნილი 1D ან მეტი ზომის TLOF-ის ნებისმიერი არესა და 16.0 მ-ზე მეტი D-სიდიდის მქონე TLOF-ის ნებისმიერი არესთვის დაბრკოლებებისგან თავისუფალი სექტორის ობიექტების სიმაღლე, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ TLOF-ის არის საზღვარზე, უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე და ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ-ს.

14. TLOF-ის ნებისმიერი არესთვის, რომელიც გამოიყენება იმ შვეულმფრენებისთვის, რომელთა D 16,0 მ და ნაკლებია, დაბრკოლებებისგან თავისუფალ სექტორში განთავსებული ობიექტების სიმაღლე, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ TLOF-ის არის საზღვარზე, არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ-ს.

15. ობიექტების სიმაღლე, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ TLOF-ის არეში (მაგ. შუქსასიგნალო აღჭურვილობა ან ბადეები), არ უნდა აღემატებოდეს 2,5 სმ-ს. ასეთი ობიექტების არსებობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ შვეულმფრენებისთვის.

16. უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოწყობილობები, როგორიცაა უსაფრთხოების ბადეები ან უსაფრთხოების თაროები, უნდა განთავსდნენ ვერტობანის საზღვარზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდნენ TLOF-ის არის სიმაღლეს.

17. TLOF-ის არის უნდა გააჩნდეს მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი, რომელიც განკუთვნილია როგორც შვეულმფრენებისათვის, ასევე ადამიანებისთვის.

თავი XI. ვერტოდრომის ვიზუალური საშუალებე