1. მაქსიმალურად დასაშვები მასის მარკირება უნდა განხორციელდეს მიწის დონეზე განთავსებულ ვერტოდრომზე, მიწის ზედაპირიდან შემაღლებულ ვერტოდრომზე, ვერტობანსა და გემბანის ვერტოდრომზე.
2. ვერტოდრომზე მაქსიმალური დასაშვები მასის მარკირება უნდა განხორციელდეს TLOF-ის ან FATO-ს არეში და ისე, რომ იკითხებოდეს დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის უპირატესი მიმართულებიდან.
3. მაქსიმალურად დასაშვები მასის მარკირება შედგება ერთ, ორ ან სამ ციფრიანი რიცხვისგან.
5. მაქსიმალურად დასაშვები მასა გამოისახება ტონებში, უახლოეს 100 კგ-მდე დამრგვალებით, რომელსაც უნდა მიეწეროს ლათინური ასო „t“.
6. როდესაც მაქსიმალურად დასაშვები მასა გამოისახება 100 კგ-მდე დამრგვალებით, მეათედის წინ უნდა დაესვას წერტილი, 30 სმ-იანი გვერდების მქონე კვადრატის სახით.
7. 30 მ-ზე მეტი ზომის მქონე FATO-ს არეში ციფრული და ასოითი ნიშნების მარკირების ფერი კონტრასტული უნდა იყოს ფონის მიმართ, ხოლო თვით ციფრებს და ასოებს უნდა გააჩნდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-12 ნახაზზე მითითებული ზომა და ფორმა. 15 მ-დან 30 მ-მდე ზომის მქონე FATO-ს არეში, მარკირების ციფრული და ასოითი ნიშნების სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 90 სმ, ხოლო 15 მ-ზე ნაკლები ზომის FATO-ს არეში, მარკირების ციფრული და ასოითი ნიშნების სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 60 სმ, მათი სიგანის და სისქის პროპორციული შემცირებით.
8. მარკირების ციფრული და ასოითი ნიშნების ფერი უნდა იყოს კონტრასტული ფონის მიმართ, ხოლო ზომები და ფორმა უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-12 ნახაზზე მითითებულის