1. FATO-ს არის აღმნიშვნელი მარკირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ ვერტოდრომზე, სადაც აუცილებელია FATO-ს არის მონიშვნა პილოტისთვის.

2. FATO-ს არის აღმნიშვნელი მარკირება უნდა განთავსდეს FATO-ს არის დასაწყისში, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-10 ნახაზზე.

3. FATO-ს არის აღმნიშვნელი მარკირება შედგება ორნიშნა რიცხვისგან. ეს ორნიშნა მთელი რიცხვი წარმოადგენს მაგნიტური ჩრდილოეთის ერთი მეათედამდე დამრგვალებულ უახლოეს მნიშვნელობას, როდესაც დაკვირვება წარმოებს დასაფრენად შესვლის მიმართულებიდან. თუ ზემოთ აღნიშნულის თანახმად, მიიღება ერთნიშნა რიცხვი, მაშინ მის წინ იწერება ნული. ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-10 ნახაზზე მითითებულ მარკირებას ემატება ვერტოდრომის ამოსაცნობი ნიშან