1. დაფრენის წერტილის/განსაზღვრული ადგილმდებარეობის მარკირება დაიტანება იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია შვეულმფრენი დაფრინდეს ან/და ზუსტად განთავსდეს პილოტის მიერ. დაფრენის წერილის/განსაზღვრული ადგილმდებარეობის მარკირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შვეულმფრენის იმ სადგომზე, რომელიც განკუთვნილია მობრუნების შესასრულებლად.

2. დაფრენის წერტილის/განსაზღვრული ადგილმდებარეობის მარკირება დაიტანება ისე, რომ როდესაც პილოტის სავარძელი მარკირების თავზეა, შასი სრულად უნდა განთავსდეს TLOF-ის არის საზღვრებში და შვეულმფრენის კონსტრუქციის ყველა ნაწილი უნდა იყოს დაშორებული უსაფრთხო მანძილზე ნებისმიერი დაბრკოლებისგან.

3. ვერტოდრომზე დაფრენის წერტილის/განსაზღვრული ადგილმდებარეობის მარკირების ცენტრი უნდა განთავსდეს TLOF-ის არის ცენტრში. შვეულმფრენის სადგომზე, რომელიც განკუთვნილია კიდურა რეჟიმში მობრუნების შესასრულებლად, დაფრენის წერილის/განსაზღვრული ადგილმდებარეობის მარკირება უნდა განხორციელდეს ცენტრალური არის ცენტრში, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-4 ნახაზზე.

4. ვერტობანზე დაფრენის წერტილის მარკირების ცენტრი უნდა განთავსდეს FATO-ს არის ცენტრში.

5. დაფრენის წერტილის/განსაზღვრული ადგილმდებარეობის მარკირება წარმოადგენს ყვითელი ფერის წრეს, რომლის ხაზის სიგანე შეადგენს, სულ მცირე, 0.5 მ-ს. ვერტობანებსა და სპეციალურად აღჭურვილი გემბანის ვერტოდრომებზე, ხაზის სიგანე შეადგენს, სულ მცირე 1 მ-ს.

6. დაფრენის წერტილის/განსაზღვრული ადგილმდებარეობის მარკირების შიდა დიამეტრი ტოლი უნდა იყოს ყველაზე დიდი შვეულმფრენის 0.5D-ს, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია TLOF-ის არე ან/და შვეულმფრენის სადგომ