1. ვერტობანის დასაფრენად აკრძალული სექტორის მარკირება დაიტანება იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია შვეულმფრენის დაფრენის აღკვეთა, დადგენილი კურსების დიაპაზონში.

2. დასაფრენად აკრძალული სექტორის მარკირება უნდა განთავსდეს დაფრენის წერტილის/განსაზღვრული ადგილმდებარეობის მარკირებაზე, FATO/TLOF-ის არის საზღვრის მიმართულებით, შესაბამისი კურსის ფარგლებში.

3. დასაფრენად აკრძალული სექტორის მარკირება წარმოადგენს თეთრი და წითელი ფერის ზოლებით დაშტრიხულ მონაკვეთს, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-15 ნახაზზ