1. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ღერძულა ხაზი ან შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს კიდეები ექვემდებარებიან მარკირებას ან მომნიშვნელებით მონიშვნას, თუ ისინი არ არის მკვეთრად გამოხატულნი.
2. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირება ან მიწაში ჩარღმავებული მომნიშვნელები უნდა განთავსდნენ შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ღერძულა ხაზის გასწვრივ.
3. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს კიდეების მარკირება უნდა განხორციელდეს შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ნაპირების გასწვრივ.
4. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ნაპირების მომნიშვნელები უნდა განთავსდენ შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ნაპირების მიღმა 1 მ-დან 3 მ-მდე დაშორებულ მანძილზე.
5. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს კიდეების მომნიშვნელები არ უნდა განთავსდნენ შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ღერძულა ხაზიდან შვეულმფრენის უდიდესი გაბარიტული სიგანის 0.5 მნიშვნელობაზე ახლოს, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია ის.
6. ხელოვნურ საფარიანი შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირება ხორციელდება 15 სმ სისქის უწყვეტი ყვითელი ფერის ხაზით.
7. ხელოვნურ საფარიანი შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ნაპირების მარკირება ხდება 15 სმ სისქის, ორმაგი ყვითელი ფერის ხაზებით და მათ შიდა ნაპირებს შორის მანძილი შეადგენს 15 სმ-ს.
8. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ზე, სადაც არ არის ხელოვნური საფარი და საღებავებით მარკირება არ არის შესაძლებელი, ღერძულა ხაზის ნიშანდება უნდა მოხდეს 15 სმ სიგანის და 1,5 მ სიგრძის მიწაში ჩაღრმავებული ყვითელი ფერის მომნიშვნელებით, რომელთა შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 30 მ-ს სწორხაზოვან უბანებზე და 15 მ-ს – მრუდწირულ უბანზე, ამასთან თითოეულ უბანზე უნდა იყოს არანაკლებ ოთხი მომნიშვნელი, დაშორებული თანაბარი ინტერვალებით.
9. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს კიდეების მომნიშვნელების არსებობისას, მათ შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 30 მ-ს ყოველი მხრიდან სწორხაზოვან უბანზე და 15 მ-ს ყოველი მხრიდან მრუდწირულ უბანზე, ამასთან ყოველ სექტორში უნდა იყოს არანაკლებ ოთხი მომნიშვნელისა, დაშორებული თანაბარი ინტერვალით.
10. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს კიდეების მომნიშვნელები უნდა განთავსდნენ მსხვრევად ფუძეზე.
11. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს კიდეების მომნიშვნელმა არ უნდა გადაკვეთოს სიბრტყე, რომელიც იწყება შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ზედაპირიდან 25 სმ-ის სიმაღლეზე და შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს კიდიდან 1 მ-ის მანძილზე და გააჩნია სბ-დან გარეთ აღმავალი 5%-იანი დახრა, შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს კიდიდან 3 მ-ის მანძილზე.
12. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს მომნიშვნელმა არ უნდა გადაკვეთოს სიბრტყე, რომელიც იწყება შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ზედაპირიდან 25 სმ სიმაღლეზე და შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს ღერძის ხაზიდან, მანძილზე, რომელიც ტოლია შვეულმფრენის უდიდესი სიგანის 0.5 მნიშვნელობისა, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია სბ, და გააჩნია სბ-დან გარეთ აღმავალი 5%-იანი დახრა.
13. შვეულმფრენის საჰაერო სბ-ს კიდეების მომნიშვნელებს უნდა გააჩნდეთ, გარშემო მდებარე ფონის მიმართ, კონტრასტული ფერი. წითელი ფერი არ გამოიყენება მომნიშვნელის ფერად.
14. თუ შვეულმფრენის საჰაერო სბ გამოიყენება ღამის პერიოდში, მაშინ სბ-ს კიდეების მომნიშვნელი ნათდება შიგნიდან ან არის შუქამრეკლ