1. ვერტოდრომის შუქურა უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ ვერტოდრომზე, სადაც:

ა) აუცილებელია დიდი მანძილიდან ვიზუალური მიმართვა, რასაც ვერ უზრუნველყოფს სხვა ვიზუალური საშუალება; ან

ბ) გართულებულია ვერტოდრომის ამოცნობა, გარემომცველი სანათების გამო.

2. ვერტოდრომის შუქურა უნდა განთავსდეს ვერტოდრომზე ან მის მიმდებარედ, სასურველია შემაღლებაზე და ისე, რომ არ იქონიოს დამაბრმავებელი ზემოქმედება პილოტზე, ახლო მანძილიდან.

3. ვერტოდრომის შუქურა ასხივებს თანაბარი ინტერვალების განმეორებადი სერიის, ხანმოკლე, თეთრი ფერის ნათებას, ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-18 ნახაზზე მოცემული ფორმატის შესაბამისად.

4. შუქურას შუქი უნდა ჩანდეს ყველა მიმართულებიდან.

5. ყოველი ანთების სინათლის ძალის ეფექტური განაწილება უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-19 ნახაზის პირველ ილუსტრაციაზე მითითებულ სიდიდე