1. ფრენის ტრაექტორიაზე მიმართვის მარკირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ ვერტოდრომზე, სადაც მიზანშეწონილია და შესაძლებელია დასაფრენად შესვლის და/ან გაფრენის არსებული ტრაექტორი(ებ)ის მითითება. ფრენის ტრაექტორიაზე მიმართვის მარკირება შეიძლება გაერთიანდეს ფრენის ტრაექტორიაზე მიმართვის სანათების სისტემასთან.

2. ფრენის ტრაექტორიაზე მიმართვის მარკირება უნდა განთავსდეს სწორ ხაზზე დასაფრენად შესვლის და/ან გაფრენის ტრაექტორიის მიმართულების გასწვრივ, TLOF-ის და FATO-ს ერთი ან რამდენიმე არის ზედაპირზე, უსაფრთხოების არის ზედაპირზე ან ნებისმიერ შესაბამის ზედაპირზე FATO-ს ან უსაფრთხოების არის უშუალო სიახლოვეს.

3. ფრენის ტრაექტორიაზე მიმართვის მარკირება მოიცავს ერთ ან რამდენიმე ისარს, რომლებიც დაიტანება TLOF-ის და FATO-ს არის ან/და უსაფრთხოების არის ზედაპირზე, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-17 ნახაზზე. ისრ(ებ)ის სიგანე შეადგენს 50 სმ-ს, სიგრძე – მინიმუმ 3 მ-ს. ამ მარკირების სანათების სისტემასთან შეთავსებისას, ფრენის ტრაექტორიაზე მიმართვისათვის მას გააჩნია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-17 ნახაზზე ნაჩვენები ფორმა, სადაც ასევე ნაჩვენებია მარკირების სქემა „ისრების წვეტები“, რომელიც უცვლელია ისრების სიგრძის მიუხედავად.

4. მარკირების ფერი კონტრასტული უნდა იყოს ზედაპირის ფონის მიმართებით, რომელზეც იგი უნდა განთავსდეს, სასურველია თეთრი ფერ