1. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს ღერძულა ხაზი ექვემდებარება მარკირებას, ხოლო თუ შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს კიდეები არ არის ზუსტად გამოხატული, უნდა მოხდეს მათი ნიშნადება მომნიშვნელებით ან მარკირებით.

2. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს მარკირება უნდა განხორციელდეს ღერძულა ხაზის გასწვრივ და, აუცილებლობისას, შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს კიდეების გასწვრივაც.

3. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს კიდეების მომნიშვნელები უნდა განთავსდნენ შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს გარე ნაპირიდან 0.5 – 3 მ-ის მანძილზე.

4. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს კიდეების მომნიშვნელები, მათი არსებობის შემთხვევაში, უნდა განთავსდნენ არაუმეტეს 15 მ-იანი ინტერვალით სწორხაზოვანი უბნის ყოველი მხრიდან და 7.5 მ-იანი ინტერვალით – მრუდწირი უბნის ყოველი მხრიდან, ამასთან ყოველ სექტორში უნდა იყოს არანაკლებ ოთხი მომნიშვნელისა, დაშორებული თანაბარი ინტერვალებით.

5. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირება დაიტანება 15 სმ სისქის ყვითელი ფერის უწყვეტი ხაზით.

6. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს კიდეების მარკირება ხორციელდება 15 სმ სისქის, ორმაგი ყვითელი ფერის უწყვეტი ხაზით და მათ შიდა ნაპირებს შორის მანძილი შეადგენს 15 სმ-ს.

7. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს კიდეების მომნიშვნელი უნდა განთავსდეს მსხვრევად ფუძეზე.

8. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს კიდეების მომნიშვნელი არ უნდა კვეთდეს სიბრტყეს, რომელიც იწყება შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს ზედაპირიდან 25 სმ-ის სიმაღლეზე და შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს კიდიდან 0.5 მ-ის მანძილზე და გააჩნდეს სბ-დან გარეთ აღმავალი 5%-იანი დახრა შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს ნაპირიდან 3 მ-ის მანძილზე.

9. შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს ნაპირების მომნიშვნელი უნდა იყოს ლურჯი ფერის.

10. თუ შვეულმფრენის სახმელეთო სბ გამოიყენება ღამის პერიოდში, მაშინ სბ-ს კიდეების მომნიშვნელი ნათდება შიგნიდან ან არის შუქამრეკლი.

11. შვეულმფრენის სახლმელეთო სბ-ს ღერძულა ხაზის სანათების მიმართ მოქმედებს ამ რეგლამენტის 72-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნებ