1. შვეულმფრენის სადგომის პერიმეტრის მარკირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმ სადგომზე, რომელიც განკუთვნილია შვეულმფრენის მობრუნების შესასრულებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია შვეულმფრენის სადგომის პერიმეტრის მარკირება, მის მაგივრად ხორციელდება ცენტრალური არის პერიმეტრის მარკირება, თუ ცენტრალური არე არ არის ზუსტად გამოხატული.

2. შვეულმფრენის სადგომი, რომელიც განკუთვნილია გამჭოლი მიმოსვლისთვის და არ იძლევა შვეულმფრენის მობრუნების შესრულების შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გაჩერების ხაზით.

3. შვეულმფრენის სადგომზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადგომზე დაყენების და სადგომზე მისასვლელი/სადგომიდან გასასვლელი ხაზები, როგორც ეს მოცემულია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-16 ნახაზზე.

4. თუ შვეულმფრენის სადგომი განკუთვნილია მობრუნების შესასრულებლად, მისი პერიმეტრის მარკირება ან ცენტრალური არის პერიმეტრის მარკირება კონცენტრირებულია სადგომის ცენტრალურ არეში.

5. შვეულმფრენის სადგომზე, რომელიც განკუთვნილია გამჭოლი მიმოსვლისთვის და არ აძლევს შვეულმფრენს მობრუნების შესრულების შესაძლებლობას, უნდა განხორციელდეს გაჩერების ხაზის დატანა შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს ღერძის ხაზის მართობულად, მის ღერძულა ხასზე.

6. სადგომზე დაყენების ხაზები და სადგომზე მისასვლელი/სადგომიდან გასასვლელი ხაზები უნდა განთავსდეს ისე, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-16 ნახაზზე.

7. შვეულმფრენის სადგომის მარკირება წარმოადგენს ყვითელი ფერის წრეს, 15 სმ სისქის ხაზით.

8. ცენტრალური არის პერიმეტრის მარკირება წარმოადგენს ყვითელი ფერის წრეს, 15 სმ სისქის ხაზით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც TLOF-ის არის შეთავსებულია შვეულმფრენის სადგომთან და გამოიყენება TLOF-ის არის პერიმეტრის მარკირების პარამეტრები.

9. შვეულმფრენის სადგომზე, რომელიც განკუთვნილია გამჭოლი მიმოსვლისთვის და არ იძლევა შვეულმფრენის მიერ მობრუნების შესრულების შესაძლებლობას, გაჩერების ყვითელი ხაზის სიგრძე არ უნდა იყოს შვეულმფრენის სახმელეთო სბ-ს სიგანეზე ნაკლები და უნდა გააჩნდეს 50 სმ სისქე.

10. სადგომზე დაყენების ხაზი და სადგომზე მისასვლელი/სადგომიდან გასასვლელი ხაზები წარმოადგენენ 15 სმ სისქის ყვითელი ფერის უწყვეტ ხაზს.

11. სადგომზე დაყენების ხაზების და სადგომზე მისასვლელი/სადგომიდან გასასვლელი ხაზების მრუდწირი უბნების რადიუსები შეესაბამება უდიდესი შვეულმფრენის ტიპის მობრუნების რადიუსს, რომლის მომსახურებისთვისაც განკუთვნილია შვეულმფრენის სადგომი.

12. სადგომის ამოსაცნობი მარკირება ხორციელდება კონტრასტული ფერით, მისი ადვილად გარჩევადობის მიზნით.

13. სადგომის ზომების და სადგომზე დაყენების ხაზების და სადგომზე მისასვლელი/ სადგომიდან გასასვლელი ხაზების მარკირების მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-16 ნახაზსზე მოცემულის