1. დასაფრენი მოედნის პირდაპირი მიმართვის ვიზუალური სისტემა გამოიყენება შვეულმფრენის დასაფრენად შესვლის მომსახურების მიზნით, როდესაც ადგილი აქვს შემდეგი პირობიდან ერთ ან მეტს, განსაკუთრებით ღამით:
ა) დაბრკოლებების გადაფრენის სიმაღლე, ხმაურის შემცირების ან მოძრაობის მართვის საექსპლუატაციო მეთოდები მოითხოვს ფრენის კონკრეტული მიმართულების შენარჩუნებას;
ბ) ვერტოდრომის გარემო პირობებში უზრუნველყოფილია მცირე რაოდენობის ვიზუალური სახმელეთო ორიენტირები; და
გ) პრაქტიკულად შეუძლებელია მიახლოების სანათების სისტემის უზრუნველყოფა.
2. დასაფრენი მოედნის პირდაპირი მიმართვის ვიზუალური სისტემა უნდა განთავსდეს ისე, რომ განხორციელდეს შვეულმფრენის მიმართვა დასახული ხაზის გასწვრივ, FATO-ს არის მიმართულებით.
3. სისტემა უნდა განთავსდეს FATO-ს არეს, ფრენის მეორე და მესამე ბრუნის (Downwind) მონაკვეთის ბოლოს და დასაფრენად შესვლის უპირატესი მიმართულების გასწვრივ.
4. სანათები უნდა განთავსდნენ მსხვრევად ფუძეზე, რაც შეიძლება დაბლა.
5. თუ აუცილებელია, რომ სისტემის სანათები ჩანდნენ როგორც ცალკული (დისკრეტული) წყარო, ისინი უნდა განთავსდნენ ისე, რომ სისტემის მაქსიმალური დაფარვისას, პილოტის ხედვის არეში არსებულ ორ სანათს შორის კუთხის რკალი იყოს არანაკლები 3’ (წუთის) ტოლი.
6. სისტემის სანათებს შორის კუთხის რკალი და ასეთივე ან მეტი ინტენსივობის სხვა სანათებს შორის კუთხის რკალი ასევე უნდა იყოს არანაკლებ 3’ (წუთის) ტოლი.
7. პირდაპირი მიმართვის ვიზუალური სისტემის სიგნალის ფორმატი დაფრენის მოედნის გასწორზე მოიცავს მინიმუმ 3 დისკრეტულ სასიგნალო სექტორს, რომლებიც უზრუნველყოფენ სიგნალებს „წანაცვლება მარჯვნივ“, „ტრაექტორიაზე“ და „წანაცვლება მარცხნივ“.
8. „ტრაექტორიაზე“ სექტორის გაფართოების კუთხე ტოლი უნდა იყოს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის 21-ე ნახაზზე მითითებული მნიშვნელობებისა.
9. სიგნალის ფორმატი უნდა იყოს ისეთი, რომ გამოირიცხოს სისტემის არევა ასოცირებულ გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემასთან ან სხვა ვიზუალურ საშუალებებში.
10. სისტემაში არ გამოიყენება იგივე კოდირება, რაც გლისადის ვიზუალური ინდიკაციის ასოცირებულ სისტემაში.
11. სიგნალის ფორმატი უნდა იყოს ისეთი, რომ სისტემა იყოს განსაკუთრებული და შესამჩნევი ნებისმიერ საექსპლუატაციო პირობებში.
12. სისტემა მნიშვნელოვნად არ უნდა ზრდიდეს პილოტის სამუშაო დატვირთვას.
13. დასაფრენი მოედნის პირდაპირი მიმართვის ვიზუალური სისტემის მოქმედების არე უნდა იყოს ასოცირებული გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემის მოქმედების არის მსგავსი ან მეტი.
14. გათვალისწინებული უნდა იყოს სანათების ინტენსივობის სათანადო კონტროლი, რათა გარემო პირობების გათვალისწინებით, განხორციელდეს სანათების ინტენსივობის რეგულირება, რომ გამოირიცხოს დამაბრმავებელი ზემოქმედება პილოტზე, დასაფრენად შესვლის და დაფრენის ეტაპზე.
15. დასაფრენი მოედნის პირდაპირი მიმართვის ვიზუალურ სისტემას უნდა გააჩნდეს, დასაფრენად შესვლის გაანგარიშებული ტრაექტორიის რკალის ±5 წუთის სიზუსტით, ჰორიზონტალურ სიბრტყეში რეგულირების შესაძლებლობა.
16. ჰორიზონტალურ სიბრტყეში სისტემის მიმართვის კუთხე უნდა იყოს ისეთი, რომ დასაფრენად შესვლისას შვეულმფრენის პილოტი, რომელიც ხედავს „ტრაექტორიაზე“ სიგნალის საზღვარს, იმყოფებოდეს უსაფრთხო მანძილზე დასაფრენად შესვლის არეში მდებარე ყველა ობიექტისგან.
17. ნებისმიერი კომპონენტის მტყუნების შემთხვევაში, რომელიც ამახინჯებს სიგნალის ფორმატს, სისტემა უნდა გამოირთოს ავტომატურად.
18. სანათების დიზაინი უნდა იყოს ისეთი, რომ ოპტიკურად გადამცემ ან ამრეკლ ზედაპირებზე ნალექების, ყინულის, ტალახის და სხვათა ნადებმა, იმოქმედოს შუქის სიგნალზე მცირე ხარისხით და არ გამოიწვიოს მცდარი ან ყალბი სიგნალების წარმოშობ