1. თუ ჯალამბარის მოედანი განკუთვნლია ღამის პერიოდში გამოსაქვეყნებლად, ის უნდა იყოს უზრუნველყოფილი პროჟექტორული განათებით.
2. ჯალამბარისათვის განკუთვნილი მოედნის პროჟექტორული განათება უნდა განთავსდეს ისე, რომ გამოირიცხოს თვალისმომჭრელი ზემოქმედება პილოტზე, ფრენისას ან აღნიშნულ არეში მომუშავე პერსონალზე. პროჟექტორების დაყენების სქემა და მიმართულება უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ მინიმუმამდე დაყვანილი იყოს ჩრდილების წარმოშობა.
3. ჯალამბარისათვის განკუთვნილი მოედნის პროჟექტორების სპექტრული განაწილება უნდა შეირჩეს ისე, რომ ზედაპირების და დაბრკოლებების მარკირება სწორად იქნეს ამოცნობილი.
4. პროჟექტორებით ჰორიზონტალური განათების საშუალო დონე, რომელიც გაზომილია ჯალამბარისათვის განკუთვნილი მოედნის ზედაპირზე, უნდა შეადგენდეს სულ მცირე 10 ლუქსს.