1. ვერტოდრომის საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა თანაზომიერი უნდა იყოს შვეულმფრენების ფრენებისა და ვერტოდრომზე უზრუნველყოფილი სხვა საქმიანობის მიმართ, რომელიც შემუშავებული უნდა იქნეს ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ.

2. ვერტოდრომის საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმით უნდა განისაზღვროს ის სამსახურები, რომელთაც შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა საგანგებო ვითარებაში სამოქმედოდ, ვერტოდრომზე ან მის სიახლოვეს.

3. ვერტოდრომის საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს მოქმედებათა კოორდინაციას საგანგებო ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში ვერტოდრომზე ან მის სიახლოვეს.

4. როდესაც ვერტოდრომზე დასაფრენად შესვლის/ასაფრენი ზოლი მდებარეობს წყალის ზედაპირზე, შვეულმფრენის იძულებითი დაფრენის შემთხვევაში, ვერტოდრომის საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმაში უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობები სამაშველო ოპერაციების კოორდინირებაზე და იქნეს მითითებული პასუხისმგებელი უწყებების საკონტაქტო ინფორმაცია.

5. ვერტოდრომის საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საგანგებო ვითარების სახეებს, რომელიც გაწერილია გეგმით;

ბ) თუ როგორ უნდა დაიწყოს ღონისძიებათა გეგმა ყოველ კონკრეტულ საგანგებო ვითარებაში;

გ) ვერტოდრომზე და მის გარეთ მდებარე იმ სამსახურების დასახელებას, რომელთაც უკავშირდებიან ყოველ კონკრეტულ საგანგებო ვითარებაში, ტელეფონის ნომრების და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

დ) თითოეული სამსახურის როლს ყოველი სახის ავარიულ ვითარებაში;

ე) ვერტოდრომზე არსებული შესაბამისი მომსახურების ნუსხა, ტელეფონის ნომრების და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

ვ) ურთიერთდახმარებისა და საავარიო მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ ნებისმიერი წერილობითი შეთანხმების ასლები, გაფორმებული სხვა უწყებებთან; და

ზ) ვერტოდრომის და მისი უშუალო შემოგარენის რუკას, კოორდინატთა ბადით.

6. ვერტოდრომის საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ყველა სამსახურთან უნდა განხორციელდეს განხილვა, გეგმაში მათი როლის თაობაზე.

7. ვერტოდრომის საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმის განხილვა და ინფორმაციის განახლება უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად.

8. ვერტოდრომის საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმის ტესტირება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, სამ წელიწადში ერთხელ, იმ ვერტოდრომზე, სადაც უზრუნველყოფილია გეგმური სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურებ