1. ვერტოდრომზე, დასაფრენად შესვლის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უნდა იყოს გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემა, იმისდა მიუხედავად, აღჭურვილია თუ არა ვერტოდრომი დასაფრენად შესვლის ვიზუალური ან არავიზუალური საშუალებებით და როდესაც, განსაკუთრებით ღამით, ადგილი აქვს შემდგეგ პირობს:
ა) დაბრკოლებების გადაფრენის სიმაღლე, ხმაურის შემცირების ან მოძრაობის მართვის საექსპლუატაციო მეთოდები მოითხოვს ფრენის ტრაექტორიის დახრას კონკრეტული კუთხით;
ბ) ვერტოდრომის გარემო პირობები უზრუნველყოფილია მცირე რაოდენობის ვიზუალური სახმელეთო ორიენტირებით; და
გ) შვეულმფრენის მახასიათებლები მოითხოვს დასაფრენად შესვლას დადგენილ რეჟიმში.
2. შვეულმფრენების ფრენებისთვის უზრუნველყოფი გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სტანდარტული სისტემები უნდა მოიცავდნენ:
ა) PAPI და APAPI სისტემებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდნენ მე-60 მუხლის მოთხოვნებს, იმ გამონაკლისით, რომ „გლისადაზე“ სექტორის კუთხის ზომა უნდა გაიზრდოს 45’ (წუთამდე); ან
ბ) შვეულმფრენის დასაფრენად შესვლის ტრაექტორიის ინდიკაციის სისტემას (HAPI), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-6-დან პუნქტიდან 21-ე პუნქტის ჩათვლით მოცემულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
3. გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემა უნდა განთავსდეს ისე, რომ შვეულმფრენი მიმართული იყოს FATO-ს არეში მდებარე განსაზღვრული ადგილისაკენ და გამოირიცხოს დამაბრმავებელი ზემოქმედება პილოტზე, დასაფრენად შესვლის და დაფრენის ეტაპზე.
4. გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემა უნდა განთავსდეს დასაფრენად დამიზნების წერილის სიახლოვეს და უნდა გასწორებული იყოს აზიმუტში, დასაფრენად შესვლის უპირატესი მიმართულებით.
5. გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემის სანათები უნდა განლაგდნენ რაც შეიძლება დაბლა, მსხვრევად ფუძეზე.
6. HAPI-ს სიგნალის ფორმატი უნდა მოიცავდეს ოთხ დისკრეტულ სასიგნალო სექტორს, რომლებიც უზრუნველყოფენ სიგნალებს: „გლისადის ზემოთ“, „გლისადზე“, „გლისადის ოდნავ ქვემოთ“, „გლისადის ქვემოთ“.
7. HAPI-ს სიგნალის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის 22-ე ნახაზზე მოცემულ A და B ილუსტრაციებს.
8. HAPI-ს ციმციმა სექტორში სიგნალების განმეორების სიხშირე უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 2 ჰც-ს.
9. HAPI-ს იმპულსური სიგნალების თანაფარდობა ჩართული/გამორთული უნდა იყოს 1:1, ხოლო მოდულირების სიღრმე უნდა იყოს, სულ მცირე, 80%.
10. HAPI-ს სექტორის „გლისადაზე“ კუთხის ზომა უნდა იყოს 45’ (წუთის) ტოლი.
11. HAPI-ს სექტორის „გლისადის ოდნავ ქვემოთ“ კუთხის ზომა უნდა იყოს 15’ (წუთის) ტოლი.
12. HAPI-ს წითელი და მწვანე შუქების ინტენსივობის განაწილება უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-19 ნახაზზე მითითებულ მე-4 ილუსტრაციას.
13. ვერტიკალურ სიბრტყეში HAPI-სისტემის ერთი ფერიდან მეორეზე გადასვლა უნდა იყოს ისეთი, რომ არანაკლებ 300 მ-ის მანძილზე მყოფ დამკვირვებელს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ გადასვლის ვერტიკალური კუთხე არ აღემატება 3’ (წუთს).
14. ინტენსივობის მაქსიმალური დონის დაყენებისას, წითელი და მწვანე ფილტრის გატარების კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15%-ს.
15. სრული ინტენსივობისას, HAPI-ს სისტემის წითელ ნათებას უნდა გააჩნდეს არაუმეტეს 0,320 მნიშვნელობის Y-კოორდინატი, ხოლო მწვანე უნდა იმყოფებოდეს საზღვრებში, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის დამატება 1-ის 2.1.3 პუნქტში.
16. გათვალისწინებული უნდა იყოს სანათების ინტენსივობის სათანადო კონტროლი, რათა გარემო პირობების გათვალისწინებით, განხორციელდეს სანათების ინტენსივობის რეგულირება, რომ გამოირიცხოს დამაბრმავებელი ზემოქმედება პილოტზე, დასაფრენად შესვლის და დაფრენის ეტაპზე.
17. HAPI-ს სისტემას უნდა გაჩნდეს ვერტიკალურ სიბრტყეში რეგულირების შესაძლებლობა, ჰორიზონტალის ზემოთ, ნებისმიერი კუთხით 10-დან 120-მდე ფარგლებში, რკალის ±5’ (წუთის) სიზუსტით.
18. HAPI-ს სისტემის დახრის კუთხის დაყენება უნდა განხორციელდეს ისე, რომ დასაფრენად შესვლისას შვეულმფრენის პილოტი, რომელიც ხედავს „გლისადის ქვემოთ“ სიგნალის ზედა საზღვარს, იმყოფებოდეს უსაფრთხო მანძილზე დასაფრენად შესვლის არეში მდებარე ყველა ობიექტისაგან.
19. HAPI-ს სისტემის დიზაინი უნდა იყოს ისეთი, რომ:
ა) სანათების ±0.50 (±30’ წუთის) ვერტიკალური წანაცვლებისას, სისტემა ავტომატურად ითიშებოდეს;
ბ) ციმციმა მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ციმციმა მექანიზმის სექტორ(ებ)ში არ მოხდეს სინათლის გამოსხივება.
20. HAPI-ს სისტემის სანათების დიზაინი უნდა იყოს ისეთი, რომ ოპტიკურ ან ამრეკლ ზედაპირებზე ნალექების, ყინულის, ტალახის და სხვათა ნადებმა უმნიშვნელოდ იმოქმედოს შუქსიგნალზე და არ გამოიწვიოს მცდარი ან ყალბი სიგნალების წარმოშობა.
21. HAPI-ს სისტემა, რომელიც განკუთვნილია მცურავ ვერტობანზე დასამონტაჟებლად, უნდა უზრუნველყოფდეს სხივის სტაბილიზაციას ±1/40-ის სიზუსტით, ვერტოდრომის გრძივი და განივი ღერძის მიმართ წანაცვლების კუთხის ±30-ის ფარგლებშ