1. მიახლოების სანათების სისტემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვერტოდრომზე, სადაც მიზანშეწონილია და პრაქტიკულად შესაძლებელია პილოტს მიეთითოს დასაფრენად შესვლის უპირატესი მიმართულება.
2. მიახლოების სანათების სისტემა უნდა განთავსდეს დასაფრენად შესვლის უპირატესი მიმართულების გასწვრივ, სწორ ხაზზე.
3. მიახლოების სანათების სისტემა უნდა შედგებოდეს ერთ რიგად თანაბარი ინტერვალებით განლაგებული სამი სანათისაგან, 30 მ-ის მანძილზე და 18 მ-ის სიგრძის სინათლის ჰორიზონტისაგან, FATO-ს არის პერიმეტრიდან 90 მ-ის მანძილზე, როგორც ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-20 ნახაზზე. სანათები, რომლებიც ქმნიან სინათლის ჰორიზონტს, უნდა განლაგდნენ რაც შეიძლება ზუსტად ჰორიზონტალურ სიბრტყეში, რომელიც პერპენდიკულარულია ღერძულა ხაზისა და ამ ხაზით იყოფა შუაზე, ხოლო მათ შორის ინტერვალი უნდა იყოს 4,5 მ. თუ აუცილებელია დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფხურის მიმართულების მეტი თვალსაჩინოება, სინათლის ჰორიზონტის მიღმა უნდა განლაგდეს დამატებითი სანათები, 30 მ-ის ტოლი თანაბარი ინტერვალით. გარემო პირობებიდან გამომდინარე, ეს სანათები შეიძლება იყვნენ მუდმივი გამოსხივების ან მორბენალი მოციმციმე.
4. მუდმივი გამოსხივების სანათები უნდა ასხივებდნენ ყოველმხრივ მიმართულ თეთრ შუქს.
5. მორბენალი მოციმციმე სანათები უნდა ასხივებდნენ ყოველმხრივ მიმართულ თეთრ შუქს.
6. მოციმციმე სანათების ციმციმის სიხშირე ტოლი უნდა იყოს წამში ერთი ანთებისა, ხოლო სინათლის გავრცელება შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-19 ნახაზზე მოცემულ მე-3 ილუსტრაციას. ანთების თანამიმდევრობა უნდა იწყებოდეს ყველაზე შორეული სანათიდან და ვრცელდება სინათლის ჰორიზონტის მიმართულებით.
7. სანათების ინტენსივობის კორექციის მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს სიკაშკაშის რეგულირება მიმდინარე პირობების დასაკმაყოფილებლა