1. დამიზნების წერტილის სანათები გათვალისწინებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ვერტოდრომზე, რომელიც განკუთვნილია ღამის პირობებში გამოსაყენებლად, გათვალისწინებულია დამიზნების წერტილის მარკირება.

2. დამიზნების წერტილის სანათები შეთავსებული უნდა იყოს დამიზნების წერტილის მარკირებასთან.

3. დამიზნების წერტილის სანათების სისტემა უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, ექვსი ყოველმხრივ მიმართული თეთრი ფერის სანათისაგან, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-14 ნახაზზე. იმ შემთხვევაში, როდესაც სანათებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნან შვეულმფრენების ფრენის უსაფრთხოებას, გამოიყენება ჩაღრმავებული ტიპის სანათები.

4. დამიზნების წერტილის სანათების შუქის განაწილება უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-19 ნახაზის მე-5 ილუსტრაცია