1. სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფილი დონე უნდა ეფუძნებოდეს ყველაზე დიდი შვეულმფრენის გაბარიტულ სიგრძეს, რომელიც ჩვეულებრივ სარგებლობს აღნიშნული ვერტოდრომით და განისაზღვრება ვერტოდრომის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კატეგორიის შესაბამისად, რომელიც დადგენილია ამ რეგლამენტის მე-3 დანართის მე-2 ცხრილით, გარდა არაკონტროლირებადი ვერტოდრომებისა, ფრენების მცირე სიხშირით.

2. იმ დროის პერიოდებში, როდესაც მოსალოდნელია შედარებით მცირე ზომის შვეულმფრენების ფრენების განხორციელება, ვერტოდრომის სახანძრო უსაფრთხოების კატეგორია შეიძლება შემცირდეს იმ შვეულმფრენის უმაღლეს კატეგორიამდე, რომელიც გეგმავს აღნიშნული ვერტოდრომის გამოყენებას დროის ამ მონაკვეთში.

3. ძირითად ცეცხლმაქრ საშუალებად ითვლება ქაფი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს B ტიპის მინიმალურ ტექნიკურ მახასიათებლებს.

4. ქაფის წარმოქმნისთვის საჭირო წყლის და დამატებითი ნივთიერებების რაოდენობა უნდა განისაზღვროს ვერტოდრომის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კატეგორიის შესაბამისად, რომელიც დადგენილია ამ მუხლის 1-ლი პუნქტით და ამ რეგლამენტის მე-3 დანართის მე-3 და მე-4 ცხრილებით.

5. მიწის დონეზე განთავსებულ ვერტოდრომზე შესაძლებელია ქაფის წარმოქმნისთვის საჭირო წყლის მარაგის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა დამატებითი ნივთიერებებით.

6. ქაფის ხვედრითი ხარჯი არ უნდა იყოს ამ რეგლამენტის მე-3 დანართის მე-3 და მე-4 ცხრილებში მოცემულ მნიშვნელობაზე ნაკლები. დამატებითი ნივთიერებების ხვედრითი ხარჯი უნდა განისაზღვროს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამოყენებული ნივთიერებების ოპტიმალური ეფექტურობა.

7. მიწის ზედაპირიდან შემაღლებულ ვერტოდრომებზე, აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იყოს მინიმუმ ერთი სახანძრო სახელური, რომელიც უზრუნველყოფს 250 ლ/წთ წნევით ქაფის გაფრქვევას. გარდა ამისა, მიწის ზედაპირიდან შემაღლებულ მე-2 და მე-3 კატეგორიის ვერტოდრომებზე, სულ მცირედ გათვალისწინებულ უნდა იყოს ორი ჰიდრომონიტორი, რომელთაგან თითოეულმა უნდა უზრუნველყოს მოთხოვნილი ხვედრითი ხარჯი და განლაგებულ უნდა იყოს ვერტოდრომის ირგვლივ ისე, რომ შესაძლებელი იყოს ამინდის ნებისმიერ პირობებში ქაფის მიწოდება ვერტოდრომის ნებისმიერ წერტილში, ამასთანავე, შვეულმფრენზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, ორივე ჰიდრომონიტორის დაზიანება დაყვანილი უნდა იყოს მინიმუმამდე.

8. მიწის ზედაპირიდან შემაღლებულ ვერტოდრომზე სამაშველო აღჭურვილობები უნდა განთავსდნენ ვერტოდრომის ახლოს.

9. მიწის დონეზე განთავსებულ ვერტოდრომზე სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რეაგირების დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, ხილვადობისა და ზედაპირის ოპტიმალური პირობებისას.

10. მიწის ზედაპირიდან შემაღლებულ ვერტომდრომებზე შვეულმფრენების ფრენის განმავლობაში სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური უნდა იმყოფებოდეს ვერტოდრომზე ან მის სიახლოვე