1. ღამის პერიოდში ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი ვერტოდრომი უზრუნველყოფილი უნდა იყოს TLOF-ის არის სანათების სისტემით.

2. მიწის დონეზე განთავსებულ ვერტოდრომზე, TLOF-ის არის სანათების სისტემა უნდა შედგებოდეს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე საშუალებისგან:

ა) პერიმეტრული სანათებისაგან; ან

ბ) პროჟექტორული სანათებისაგან; ან

გ) სინათლის სეგმენტური წერილოვანი წყაროების (ASPSL) ან ლუმინესცენტური პანელების (LP) ნაკრებისაგან, რომლებიც გამოიყენებიან TLOF-ის არის აღნიშვნისათვის, როდესაც ზემოთ მოცემულ „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სანათების გამოყენება არაპრაქტიკულია და როდესაც არსებობს FATO-ს სანათები.

3. მიწის ზედაპირიდან შემაღლებული ვერტოდრომის ან ვერტობანის TLOF-ის არის სანათების სისტემა უნდა შედგებოდეს:

ა) პერიმეტრული სანათებისაგან;

ბ) დაფრენის არის მარკირების აღსანიშნავად – სინათლის სეგმენტური წერტილოვანი წყაროების (ASPSL) და/ან ლუმინესცენტური პანელების (LP) ნაკრებისგან და/ან პროჟექტორებისგან, TLOF-ის არის გასანათებლად.

4. მიწის დონეზე განთავსებულ ვერტოდრომზე, რომელიც განკუთვნილია ღამით გამოსაყენებლად და როდესაც საჭიროა სახმელეთო სტრუქტურული ორიენტირების გაძლიერება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სეგმენტური წერტილოვანი წყაროები (ASPSL) ან/და ლუმინესცენტური პანელები (LP) – დაფრენის ადგილის მარკირების აღსანიშნავად, ან/და TLOF-ის არის პროჟექტორები.

5. TLOF-ის არის პერიმეტრული სანათები უნდა განთავსდეს იმ არის საზღვრების გასწვრივ, რომელიც დადგენილია TLOF-ის არედ ან მისი საზღვრებიდან 1.5 მ-ის ფარგლებში. იქ, სადაც TLOF-ის არე წარმოადგენს წრეს:

ა) სანათები განლაგებული უნდა იყვნენ სწორ ხასზე იმ სქემით, რომელიც უზრუნველყოფს პილოტს ინფორმაციით წანაცვლების სიდიდის შესახებ;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ „ა“ პუნქტის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაშინ სანათები უნდა განლაგდნენ TLOF-ის არის პერიმეტრის ირგვლივ თანაბარი ინტერვალებით, ხოლო 450-იან სექტორში აღნიშნული სანათები უნდა განთავსდნენ ნახევარი ინტერვალით.

6. TLOF-ის არის პერიმეტული სანათები ზედაპირის დონიდან შემაღლებულ ვერტოდრომებზე და ვერტობანებზე განთავსებული უნდა იყვნენ თანაბრად, არაუმეტეს 3 მ-ის ინტერვალით, ხოლო მიწის დონეზე განთავსებულ ვერტოდრომებზე – არაუმეტეს 5 მ-ის ინტერვალით. იმ არესთვის, რომელსაც გააჩნია წრის ფორმა სანათების მინიმალური რაოდენობა, ყოველ მხარეს უნდა იყოს ოთხის ტოლი, მათ შორის თითოეულ კუთხეში განთავსებული სანათის ჩათვლით. TLOF-ის არესთვის, რომელსაც გააჩნია წრის ფორმა და სანათები განლაგებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ 14 სანათი.

7. TLOF-ის არის პერიმეტრული სანათები უნდა მოეწყოს მიწის დონიდან შემაღლებულ ვერტოდრომებზე ან უძრავ კონსტრუქციებზე განთავსებულ ვერტობანებზე იმგვარად, რომ TLOF-ის არის შემაღლების ქვემოთ მყოფ პილოტს არ შეეძლოს მათი განლაგების სქემის დანახვა.

8. მცურავ კონსტრუქციაზე განთავსებული ვერტობანის TLOF-ის არის პერიმეტრული სანათები უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ TLOF-ის არის შემაღლების ქვემოთ მყოფ პილოტს არ შეეძლოს მათი განლაგების სქემის დანახვა, ვერტობანის ჰორიზონტალური მდებარეობის პირობებში.

9. მიწის დონეზე განთავსებულ ვერტოდრომებზე სინათლის სეგმენტური წერილოვანი წყაროები (ASPSL) ან ლუმინესცენტური პანელები (LP), თუ ისინი გათვალისწინებულია TLOF-ის არის აღსანიშნავად, განთავსებული უნდა იყოს TLOF-ის არის საზღვრის მარკირების გასწვრივ. თუ TLOF-ის არის გაააჩნია წრის ფორმა, ისინი თავსდებიან სწორ ხაზებზე, რომელიც აღნიშნავს მითითებული არის საზღვრებს.

10. მიწის დონეზე განთავსებულ ვერტოდრომებზე TLOF-ის არეში ლუმინესცენტური პანელების (LP) მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს ცხრის ტოლი. ლუმინესცენციური პანელების (LP) მთლიანი სიგრძე სქემაში არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული სქემის სიგრძის 50%-ს. TLOF-ის არის ყოველ მხარეს გასათვალისწინებული უნდა იყოს, კენტი რაოდენობის, მინიმუმ სამი ბლოკის რაოდენობის ლუმინესცენტური პანელები (LP), თითოეულ კუთხეში განთავსებული ბლოკის ჩათვლით. ლუმინესცენტური პანელები (LP) უნდა განთავსდნენ თანაბარი ინტერვალებით, მოსაზღვრე ბლოკებს შორის არაუმეტეს 5 მ-ის ტოლი მანძილისა, TLOF-ის ყოველ მხარეს.

11. სახმელეთო სტრუქტურული ორიენტირების გაძლიერების მიზნით, მიწის დონიდან შემაღლებულ ვერტოდრომზე ან ვერტობანზე ლუმინესცენტური პანელების (LP) განთავსებისას, აღნიშნული პანელები არ უნდა განთავსდნენ პერიმეტრის სანათების გვერდით. ისინი უნდა განთავსდნენ დაფრენის ადგილის მარკირების გასწვრივ, რომელიც დაიტანება ან ემთხვევა ვერტოდრომის ამოსაცნობ მარკირებას.

12. TLOF-ის არის პროჟექტორები უნდა განთავსდნენ ისე, რომ გამოირიცხოს თვალისმომჭრელი ზემოქმედება პილოტზე ფრენისას ან აღნიშნულ არეში მომუშავე პერსონალზე. პროჟექტორების დაყენების სქემა და მიმართულება შეირჩევა იმგვარად, რომ მინიმუმამდე დაყვანილი იყოს ჩრდილების წარმოშობა.

13. TLOF-ის არის პერიმეტრულ სანათებს უნდა გააჩნდეს მუდმივი გამოსხივების, ყოველმხრივ მიმართული მწვანე ფერის შუქი.

14. TLOF-ის არის პერიმეტრის აღსანიშნავად, მიწის დონეზე განთავსებულ ვერტოდრომებზე სინათლის სეგმენტური წერილოვანი წყაროებს (ASPSL) და ლუმინესცენტური პანელებს (LP) უნდა გააჩნდეს მწვანე ფერის შუქი.

15. ლუმინესცენტური პანელების (LP) ქრომატულობის და ფერთა სიკაშკაშის კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის დამატება 1-ის 3.4 პუნქტის მოთხოვნებს.

16. ლუმინესცენციური პანელების (LP) მინიმალური სიგანე უნდა იყოს 6 სმ-ის ტოლი, ხოლო პანელის კორპუსს უნდა გააჩნდეს იმ მარკირების ფერი, რომელსაც ის აღნიშნავს.

17. პერიმეტრული სანათების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 25 სმ-ს, ხოლო როდესაც მათი სიმაღლე საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას, ისინი უნდა იყვნენ ჩაღრმავებული ტიპის.

18. თუ TLOF-ის არის პროჟექტორები მდებარეობენ ვერტოდრომის უსაფრთხოების არეში ან ვერტობანის დაბრკოლებებისგან თვისუფალ სექტორში, მათი სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 25 სმ-ს.

19. ლუმინესცენტური პანელები (LP) არ უნდა აღიმართონ ზედაპირიდან 2.5 სმ-ზე მაღლა.

20. პერიმეტრის სანათების შუქის გავრცელება უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-19 ნახაზის მე-6 ილუსტრაციას.

21. ლუმინესცენტური პანელების (LP) შუქის გავრცელება უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-19 ნახაზის მე-7 ილუსტრაციას.

22. TLOF-ის არის პროჟექტორების განათების სპექტრული განაწილება შეირჩევა ისე, რომ ზედაპირების და დაბრკოლებების მარკირება სწორად იქნეს ამოცნობილი.

23. პროჟექტორებით ჰორიზონტალური განათების საშუალო დონე, რომელიც გაზომილია TLOF-ის ზედაპირზე, უნდა შეადგენდეს სულ მცირე 10 ლუქსს, ერთგვაროვნების კოეფიციენტით – არაუმეტეს 8:1.

24. დაფრენის ადგილის მარკირების აღსანიშნავად გამოყენებული სანათები უნდა წარმოადგენდნენ სეგმენტირებულ წრეს, რომელიც შედგება, ყვითელი ფერის ყოველმხრივ მიმართული სინათლის სეგმენტური წერტილოვანი წყაროების (ASPSL) ზოლებისგან. სეგმენტები უნდა შედგებოდნენ წერტილოვანი სინათლის წყაროების ზოლებისაგან, ხოლო ASPSL-ის ზოლის საერთო სიგრძე უნდა შეადგენდეს წრის გარშემოწერილობის არანაკლებ 50%.

25. თუ გამოიყენება ვერტოდრომის ამოსაცნობი მარკირების სანათები, მაშინ ისინი უნდა გამოსცემდნენ ყოველმხრივ მიმართულ მწვანე ფერის შუქ