1. იმ ვერტოდრომზე, სადაც ეს მიზანშეწონილია და პრაქტიკულად შესაძლებელია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაფრენის ტრაექტორიის მიმართვის სანათების სისტემა (სისტემები) დასაფრენად შესვლის ან/და გაფრენის არსებული მიმართულებ(ებ)ის მისათითებლად.

2. ფრენის ტრაექტორიის მიმართვის სანათების სისტემა უნდა განთავსდეს სწორ ხაზზე დასაფრენად შესვლის და/ან გაფრენის ტრაექტორიის მიმართულების გასწვრივ, TLOF-ის და FATO-ს ერთი ან რამდენიმე არის ზედაპირზე, უსაფრთხოების არის ზედაპირზე ან ნებისმიერ შესაბამის ზედაპირზე FATO-ს ან უსაფრთხოების არის უშუალო სიახლოვეს.

3. ფრენის ტრაექტორიის მიმართვის მარკირებასთან შეთავსებისას, სანათები, შეძლებისდაგვარად, უნდა განთავსდნენ მარკირების „ისრების“ შიგნით.

4. ფრენის ტრაექტორიის მიმართვის სანათების სისტემა უნდა შედგებოდეს არანაკლებ 6 მ-ით, ერთ რიგში თანაბრად დაშორებული სამი ან მეტი სანათისაგან. ორ სანათს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 1.5 მ-ზე ნაკლები და 3 მ-ზე მეტი. საკმარისი ადგილის არსებობის შემთხვევაში, უნდა განთავსდეს 5 სანათი, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-17 ნახაზზე.

5. სანათები უნდა იყოს ჩაღრმავებული ტიპის ყოველმხრივ მიმართული, მუდმივი ნათების თეთრი ფერის.

6.. სანათების განლაგება უნდა იყოს ამ რეგლამენტის მე-4 დანართის მე-19 ნახაზის მე-6 ილუსტრაციის შესაბამისი.

7. გათვალისწინებული უნდა იყოს მართვის სათანადო ელემენტი, სანათების სიმძლავრის რეგულირებისათვის, გაბატონებული პირობების გათვალისწინებით და რათა უზრუნველყოფილი იყოს ფრენის ტრაექტორიაზე მისამართი სანათების სისტემის დაბალანსება, ვერტოდრომის სხვა სანათების და სანათების საერთო წყაროსთან ერთად, რომელიც შეიძლება არსებობდეს ვერტოდრომის ირგვლი